პოლიტიკა


გავრცელებულ მასალებში კარგად ჩანს, რომ ბათუმის მოვლენებში ჩართული იყვნენ ენმ-ისა და მათი სატელიტი ორგანიზაციების ლიდერები - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ბათუმის არეულობაში აქტიურად მონაწილეობდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ყველაფერს გამოძიება გაარკვევს.
„გამოძიება დაწყებულია არაერთი ადამიანის მიმართ. დაველოდოთ შედეგებს, თუ ვინ გამოიკვეთება, ვინ ახდენდა ორგანიზებას, ვინ იყო ჩართული ძალადობის პროცესში - ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოს გამოძიებამ. თუმცა, მეორე მხრივ, მედიით გავრცელებულ მასალებში კარგად ჩანს, რომ ამ მოვლენებში ჩართული იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი სატელიტი ორგანიზაციების ლიდერები. ასევე, ჩვენ ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სოლიდარობა გამოუცხადეს, დააანონსეს მხარდამჭერი შეხვედრები. ჩვენ ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რატომ გაიყო „ნაციონალური მოძრაობა“. გაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ძველი „ნაციონალური მოძრაობა“ თავის კოლეგებს სთავაზობდა რევოლუციური, ძალადობრივი ცვლილებების გამოყენებას პოლიტიკური ცვლილებებისთვის. შესაბამისად, ეს საკითხები არის ერთმანეთთან დაკავშირებული. რა როლი ითამაშეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რაში იყვნენ ჩართული, ამას გამოძიება დაადგენს“, - თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, 11 მარტს ბათუმში „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასწორი პარკირების გამო მამა-შვილის დაჯარიმებასა და შემდგომში ადმინისტრაციული წესით დაკავებას პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები არაადეკვატურად მაღალ ჯარიმებს აპროტესტებდნენ, ასევე საპატრულო პოლიციის უფროსს ადგილობრივების მიმართ შეუმწყნარებლობაში ადანაშაულებდნენ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30