უკან
საზოგადოება
9 ივნისი, 2017 12:40
გავრცელებული ინფორმაციით, ნიკა გვარამიას კობა ნაყოფია შეცვლის
გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ნიკა გვარამიას შემცვლელად კობა ნაყოფიას კანდიდატურა განიხილება.
თუ ეს ასე მოხდება, ნაყოფიას დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს, მის ადგილს პარლამენტში კი ნინო კალანდაძე დაიკავებს.
თავად ნაყოფია, აღნიშნულ ინფორმაციას ამ დრომდე არ ადასტურებს.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობა ნიკა გვარამიამ დატოვა.
გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მან გუშინ საღამოს ჩატარებულ თათბირზე გამოაცხადა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, არხის დამფუძნებელიც ესწრებოდა.
ნიკა გვარამიას თანამდებობიდან წასვლის მიზეზად არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობა გახდა.
ნინო ექვთიმიშვილი