უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

7 ნოემბერი, 2016 17:15
font-size

გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა (ვიდეო)

რამოდენიმე დღის წინ, აღმაშენებლის ხეივანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სასულიერო პირი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრემორფინი“ აღმოაჩნდა. ამის შესახებ გაზეთი ,,პრაიმტაიმი“, წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს აყვანილი სასულიერო პირი მარტყოფის მთავარანგელოზის ტაძრის მოძღვარი, მამა გიორგი მეგრელიშვილია. მასთან ერთად, კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ,,ბუპრემორფინთან“ ერთად, ,,ჰეროინიც“ აღმოაჩნდა.

,,პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე დაკავებულ სასულიერო პირს სასამართლომ წინასწარი აღკვეთი ღონისძიების სახით 4000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა, მის თანმხლებ პირს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიება სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

როგორც ,,პრაიმტაიმს“ საპატრიარქოში განუცხადეს, მომხდარის შესახებ არ სმენიათ. კომენტარი არ გაკეთებულა შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მეგრელიშვილთან დაკავშირებით, ეს კანონდარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. საინფორმაციო newpress.ge-ს არქივში 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი მოიპოვება, რომელშიც ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად, საპატრულო პოლიციას ეჩხუბება. მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე ორი პირი დააკავა

28 თებერვალი, 2020 , 12:35

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ყვარლის სატყეო უბნის უფროსი გ.ა. და ამავე ს

მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები - დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა

28 თებერვალი, 2020 , 12:00

დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ჭოპორტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა საკუთარი ოჯახის წევრები, დედა და და ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, დედა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ახალგაზრდა ქა

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

28 თებერვალი, 2020 , 10:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 1983 წელს დაბადებული ა.ც. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულმა 27 თებერვალს, ქობულეთში,

კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე 4 პირი პასუხისგებაში მისცეს

28 თებერვალი, 2020 , 10:50

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების დამზადება - გამოყენებისა და კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს. საგამოძიებო სამსა

20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის საქმე ცალკე წარმოებად წარიმართება

27 თებერვალი, 2020 , 17:23

20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების ზურაბ ბუდაღაშვილის, კახა კუპრეიშვილისა და ცოტნე სოსელიას საქმე ცალკე წარმოებად წარიმართებ. აღნიშნული ბრალდებულების საქმე ბესიკ თამლიანის საქმეს გამოეყო, ვინაიდან ის ბრალს არ აღიარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით ``ანას ბაღში`` მშენებლობა შეჩერდა

27 თებერვალი, 2020 , 14:35

სასამართლომ საქმის განხილვის დასრულებამდე „ანას ბაღთან“ კორპუსის მშენებლობის შეჩერებაზე განაჩენი გამოიტანა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საორგანიზაციო ჯგუფი წერს. ''ჩვენი სასარჩრლო მოთხოვნა სასამართლომ დააკმ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`