უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 აპრილი, 2020 17:15
font-size

გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახს, ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან - გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, დღეს მთელი მსოფლიო გლობალურ პანდემიას ებრძვის და ამ ბრძოლაში განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართველი ექიმების პროფესიონალიზმი.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია. რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის. დარჩით სახლში!“ - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი

30-31 მაისს თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება

25 მაისი, 2020 , 17:45

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 30-31 მაისს, პირველად, თბილისის წიგნის ვირტუალური ფესტივალი გაიმართება. მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც გავრცელებულმა პანდემიამ თბ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1916 ლარი გახდა

25 მაისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1916 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1916 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

საქართველოში გამოიდარებს და დათბება

25 მაისი, 2020 , 17:35

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან საქართველოში გამოიდარებს და დათბება. „27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა- ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართვ

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება

25 მაისი, 2020 , 17:31

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები ოთხი თვიდან სამ თვემდე შემცირდება. ამის შესახებ ინფორმა

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ

25 მაისი, 2020 , 17:24

ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები ბაზრის გახსნას და მუშაობის უფლებას ითხოვენ. მოვაჭრეების თქმით, კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა და ბაზრობის დაკეტვამ ისინი ყოველდღიური შემოსავლის გარეშე დატოვა. ერთერთი ვერსიით, ელია

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ

25 მაისი, 2020 , 17:14

კორონავირუსის გამო გაუქმებული ფრენების ბილეთების ანაზღაურების ვალდებულება ავიაკომპანიებს რეგულარული რეისების აღდგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ დაეკისრებათ, - ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფ