უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2017 15:05
font-size

გაზის გაძვირება ცუდი მენეჯმენტისა და გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების ბრალია - დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე გაზის ტარიფის გაძვირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ბუნებრივ აირზე ტარიფის ზრდა გამოწვეულია სამთავრობო გუნდის ცუდი მენეჯმენტითა და გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულებით.

„ეს შემთხვევა არის კლასიკური შემთხვევა, რომელიც აჩვენებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არამხოლოდ მოატყუა ქართველი ხალხი, როდესაც 2012 წელს ერთ-ერთ მთავარ დაპირებად ჰპირდებოდა სწორედ ბუნებრივი აირსა და ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას, ანუ არამხოლოდ მოატყუა ეს ხალხი, არამედ ცუდი მენეჯმენტის შედეგად ვითარებაც გააუარესეს ამ სფეროში.

ის, რაც დღეს გაზის ტარიფთან დაკავშირებით ხდება, საერთაშორისო გაზის ფასს არ უკავშირდება, არამედ ეს ცუდი მენეჯმენტისა და გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულების ბრალია, რომლის ღირებულებასაც დღეს თითოეული ჩვენგანი გადავიხდით ჩვენი საკუთარი ჯიბიდან. ამიტომ გაზის ტარიფის გაძვირება გახლავთ კლასიკური შემთხვევა „ქართული ოცნების“, ჩვენი ამომრჩევლის მოტყუება და დაპირების არშესრულება და ცუდი მენეჯმენტის შედეგად ვითარების კიდევ უფრო გაუარესება. ამის ფასს ჩვენი თანამოქალაქე გადაიხდის საკუთარი ჯიბიდან“, - განუცხადა ბაქრაძემ ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაზარდა, რომლის შედეგად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ერთი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებისთვის 1,884 თეთრს მიიღებს. დღეს 0.5 თეთრით გაძვირდა სამომხმარებლო ტარიფიც. ახალი ტარიფით მოსახლეობა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრს გადაიხდის (დღგ-ს ჩათვლით) 45.620 თეთრის მაგივრად.

მთელი გულით ვლოცულობ საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის - რომის პაპი

26 მაისი, 2020 , 21:15

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რომის პაპი ქართველებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. &

არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე - მეუფე მელქისედეკი

26 მაისი, 2020 , 17:45

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ (ხაჩიძე) მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი „საქართველო“- ,,საქართველოს დამოუკიდებლო

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

26 მაისი, 2020 , 17:34

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან

26 მაისი, 2020 , 17:25

  საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინ

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

26 მაისი, 2020 , 17:01

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები. კოჟო

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo