უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ივლისი, 2017 15:30
font-size

გაზის გასაყიდი ფასი იმაზეა დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება - სემეკის თავმჯდომარე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიის თავმჯდომარის, ირინა მილორავას განცხადებით, გაზის ტარიფის გაძვირება დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება.

,,ხვალ რა იქნება გასაყიდი ფასი, დამოკიდებულია იმაზე, გაგრძელდება თუ არა მთავრობასა და კომპანიებს შორის მემორანდუმით გათვალისიწინებული სუბსიდირება. თუ ეს სუბსიდირება არ გაგრძელდება, ახალი ფასი თბილისის არეალში იქნება 46.153 თეთრი, რაც არის დაახლოებით, 0.5 თეთრით მეტი, ვიდრე ამ წუთისთვის მოქმედი ბუნებრივი გაზის ფასი", - განაცხადა მილორავამ ,,ყაზტრანსგაზ თბილისისთვის" 2017-2018 წლების გაზის ტარიფის დადგენის შემდეგ.

სემეკის თავმჯდომარის თქმით, თუ სუბსიდირება არ გაგრძელდება, მაშინ დღეს, 0.5 თეთრით გაძვირებული გაზის სამომხმარებლო ტარიფი შენარჩუნდება.

ირინა მილორავას განცხადებით, სამომხმარებლო ტარიფის ზღვრული ოდენობა 5 თეთრით შემცირდა. მისი თქმით, დღემდე ბუნებრივი აირის ტარიფის ზედა ზღვარი 50,620 თეთრს შეადგენდა, აქედან 5 თეთრს მთავრობა ასუბსიდირებდა და მომხმარებლის გადასახდელი მხოლოდ 45,620 თეთრი იყო.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ გაზის ტრანსპორტირების ტარიფი გაზარდა, რომლის შედეგად საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ერთი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირებისთვის 1,884 თეთრს მიიღებს. დღეს 0.5 თეთრით გაძვირდა სამომხმარებლო ტარიფიც. ახალი ტარიფით მოსახლეობა 1 კუბურ მეტრზე 46.153 თეთრს გადაიხდის (დღგ-ს ჩათვლით) 45.620 თეთრის მაგივრად.

შემაშფოთებელია კახა კალაძის მიერ კოორდინატორების მიმართ გაკეთებული მოწოდებები - საია

19 მაისი, 2019 , 15:04

ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოხატვაზე, უარყოფით გავლენას ახდენს საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზება, - ამის შესახებ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 14:00 საათისთვის დამკვირ

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

19 მაისი, 2019 , 09:05

ზუგდიდში, 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. არსებული ინფორმაციით, კომისიის თავმჯდომარემ გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდო, შესაბამისად გადასატანი ყუთი დაილუქა და 31 ადამიანი ხმის მიცემის უფლების გარ

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკის ექსპერტი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

18 მაისი, 2019 , 17:45

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვარ აქ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ვხვდები თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს და პროფესორებს. ვფიქრობ, ჩვენ შორის საინტერესო საუბარი შედგება“, - ამ სიტყვებით, ქართულ ენაზე მ

ცესკო-ში ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა

18 მაისი, 2019 , 16:58

დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის

თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში, კოსტიუმირებული დღესასწაული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისი, 2019 , 11:25

ღია ცის ქვეშ გაცოცხლებული მუზეუმის იდეის ფარგლებში, 18 მაისს, მთელს საქართველოში კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული დღესასწაული, ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. სამოსის დღე უკვე ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბებით იმ

ადვოკატთა ასოციაცია მოსახლეობას უფასო იურიდიულ კონსულტაციას გაუწევს

18 მაისი, 2019 , 10:23

18 მაისს, თბილისში, ადვოკატთა ასოციაცია ქართული ადვოკატურის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებათა ფარგლებში, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკითხებზე უფასო იურიდიული კონს