უკან

ეკონომიკა

19 ოქტომბერი, 2017 14:59
font-size

„გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით საქართველომ წელიწადში 66 მილიონი ლარი იზარალა - რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რომან გოცირიძის განცხადებით, „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულებით საქართველომ წელიწადში 66 მილიონი ლარი იზარალა.

ამის შესახებ გოცირიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამბობდნენ, რომ თურმე საერთაშორისო პრაქტიკაში გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ანგარიშება ყოველ 100 კილომეტრზე გატარებული 1000 კბ/მ გაზიდან ხდება და ეს არის ევროპული სტანდარტი. და ის რომ საქართველო ღებულობდა ნატურით გატარებული გაზის 10% , თურმე ეს არ შეესაბამებოდა საერთაშორისო მოთხოვნებს და ამიტომ იძულებული გახდა საქართველოს ხელისუფლება წასულიყო „გაზპრომთან“ დათმობაზე. იბადება კითხვა, თუ ჩვენ გადავიდოდით ტრანზიტის ნაცვლად ფულად ანაზღაურების სქემაზე, რა მოცულობის უნდა ყოფილიყო ეს ტარიფი, რომ საქართველოს მიეღო ზუსტად იგივე შემოსავალი, რასაც ვღებულობდით თითქმის 10 წლის განმავლობაში. საქართველოსათვის ტარიფი უნდა ყოფილიყო 9 დოლარი.

დღემდე საქართველო იღებდა დაახლოებით 100 მილიონი ლარის ღირებულების გაზს. ჩვენს მიერ ახლახანს მიღებული ინფორმაციით და რასაც ამდენი ხანი ასაიდუმლოებენ, თურმე „გაზპრომთან“ გაფორმებული გაზის ტრანზიტის ტარიფი არის 3 დოლარი, ანუ ფაქტობრივად ეს არის სამჯერ ნაკლები, ვიდრე იმ შემთხვევაში, რომ საქართველოს მიეღო იგივე შემოსავალი რასაც ვიღებდით დღმდე. ანუ, საქართველო ნაცვლად 100 მილიონი ლარისა დღეს მიიღებს მხოლოდ 33 მილიონ ლარს. „გაზპრომთან“ დაკავშირებული ხელშეკრულებით საქართველომ წელიწადში დაკარგა 66 მილიონი ლარი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ხელშეკრულება იყო დაინტერესებული პირების მიერ გაფორმებული. ჩვენ კვლავ მოვითხოვთ, რომ გამოძიებული იქნას ყველა ის გარემოება, თუ რის გამო მოხდა ამ კონტრაქტის გაფორმება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, რომელმაც ამ ანტისახელმწიფოებრივ კონტრაქტს მოაწერა ხელი“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი

ბიზნეს სერვისების გაციფრულება ინვესტორებს გადაწყვეტილებების მიღებას გაუადვილებს - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:05

"ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ერთი მხრივ, ვართ სააინვესტიციო პოლიტიკის შემმუშავებლები და კოორდინატორები, მეორე მხრივ კი, სერვისების მიმწოდებლები ბიზნესისთვის. ამ მხრივ, ეკონომიკის სამინისტროს საკმაოდ დ

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მაისისთვის - დოლარი - 2.7424 ლარი, ევრო - 3.0630, ფუნტი - 3.4979

17 მაისი, 2019 , 17:12

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7424 ლარი ეღირება, ევრო – 3.0630, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4979 ლარი. დღეს, 16 მაისს ე

„თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს

16 მაისი, 2019 , 19:52

„თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას ანახლებს. 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეებ

კობა გვენეტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის მრგვალი მაგიდის დისკუსიებში მიიღო მონაწილეობა

16 მაისი, 2019 , 18:57

16 მაისს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ ქალაქ ნურ-სულტანში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ყაზახეთის ცენტრალური ბანკის ორგანიზებით გამართულ რეგიონულ ღონისძიებაში - ''ინკლუზიური ზრდის პოლიტიკა"