უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 იანვარი, 2017 13:50
font-size

გაზპრომთან ხელშეკრულების ახალი პირობები აუარესებს საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას - არასამთავრობო ორგანიზაციები

„კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის“ ეხმაურება 2017 წლის 11 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, დათანხმდეს გაზპრომის პირობებს და ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირის საფასური მიიღოს ფულადი და არა აირის სახით, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი პირობები აუარესებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას, ხოლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი არგუმენტები ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დამაკმაყოფილებელი არ არის.

,,შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ეს საკითხი მწვავე დისკუსიის საგანი შარშანაც გახდა, თუმცა სამოქალაქო საზოგადოებისა და ექსპერტების ერთსულოვანი უარყოფითი შეფასების შედეგად კონტრაქტის პირობები უცვლელი დარჩა. მეტიც, ენერგეტიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა აღიარეს რა შესაძლო რისკები, აღუთქვეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებდნენ კონტრაქტის არსებული პირობების შესანარჩუნებლად.

შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პირველ რიგში აუცილებელია ახალი ხელშეკრულების გასაჯაროება, რათა საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია კონკრეტული დეტალების შესახებ. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ, რომ მთავრობის მხრიდან აუცილებელია დამატებითი განმარტების წარმოდგენა შემდეგ საკითხებზე:

რა შეიცვალა გასული წლის შემდეგ, მაშინ როდესაც ეს პოზიცია მიუღებელი იყო მთავრობისთვის შარშან?
რატომ უნდა მოხდეს სეზონური დეფიციტის სწორედ რუსული გაზით შევსება?

რა ნაბიჯები გადაიდგა ერთი წლის განმავლობაში იმისათვის, რომ სეზონური დეფიციტის გათვალისწინებით, დამატებითი მოცულობების უზრუნველყოფის საკითხი განხილულიყო სხვა მომწოდებლებთან ?

შეესაბამება თუ არა გაზის ტრანზიტის საფასური ენერგოგაერთიანების მოთხოვნების შესაბამისად დათვლილ საფასურს, და დამტკიცებულია თუ არა საფასური სემეკის მიერ.

რამდენად იყო მოლაპარაკებები უზრუნველყოფილი სტრატეგიული საექსპერტო გათვლებით და იყვნენ თუ არა ჩართული საერთაშორისო პარტნიორები იმისათვის, რომ მიგვეღო საუკეთესო პირობები.

ასევე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ამ საკითხზე პარლამენტში სპეციალური მოსმენის გამართვა, სადაც მთავრობის წევრები გარდა ამ და შესაძლო სხვა კითხვებზე პასუხისა, წარმოადგენენ კომპლექსურ ხედვას ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ, ამ პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიაზე ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ფარგლებში’’, - ნათქვამია განცახდებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:

1. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - Transparency International Georgia
2. სამოქალაქო განვითარების სააგენტო - Civil Development Agency
3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - International Society for Fair Elections and Democracy
4. ფონდი ღია საზოგადოება საქართველო - Open Society Georgia Foundation
5. საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
6. საქართველოს ატლანტიკური საბჭო - Atlantic Council of Georgia
7. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია - Georgian Farmers Association
8. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი - Institute for Development of Freedom of Information
9. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი - The Economic Policy Research Center
10. მწვანე ალტერნატივა - Green Alternative
11. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი - Georgian Center for Security and Development
12. მედიის განვითარების ფონდი - Media Development Foundation
13. საქართველოს გაეროს ასოციაცია - UN Association of Georgia
14. საზოგადოება და ბანკები - Society and Banks
15. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი - Georgian Foundation for Strategic and International Studies
16. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - Georgian Democracy Initiative
17. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი - Georgian Institute of Politics
18. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი - Regional Centre for Strategic Studies
19. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი - In Depth Reporting and Advocacy Center
20. ხმა საქართველოდან - Voice from Georgia
21. ლიბერალური აკადემია თბილისი - Liberal Academy Tbilisi
22. კავშირი საფარი - Union Safari
23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის - WEG

ნინო ექვთიმიშვილი

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი