უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


ეკონომიკა

13 ოქტომბერი, 2017 14:10
font-size

გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე - გენადი არველაძე

წინასწარი ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7567.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.1 % მეტია. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ინფორმაციით,საგრძნობლად არის გაზრდილი 9 თვის ექსპორტის მაჩვენებლებიც. 2017 წლის 9 თვეში ექსპორტი წინა წელთან შედარებით 28.3%-ით გაიზარდა და 1 940.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 7.4%-ით გაიზარდა და 5 627.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება გასულ თვეს, 2017 წლის სექტემბერში ექსპორტი 27.2%-ით, ხოლო იმპორტი 5,5%-ით გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, მიმდინარე წლის სექტემბერში, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფებიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა: ფეროშენადნობის (97%), სპილენძის მადნების (28%), სამკურნალო საშუალებების (35%), ყურძნის ნატურალური ღვინოების (56%), სპირტიანი სასმელებისა (29%) და მინერალური და მტკნარი წყლების (16%) ექსპორტი.

,,2016 წლის სექტემბრის შემდეგ საქართველოდან საქონლის ექსპორტის წლიური ზრდა ფიქსირდება. ექსპორტის ზრდას, საბაზო ეფექტთან ერთად, ხელი შეუწყო ჩვენს რეგიონში არსებულმადადებითმა ტენდენციებმა. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქციაზე,-‘’განაცხადა გენადი არველაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, საგარეო დადებითი ტენდენცია აისახა სხვა მიმართულებებითაც, მათ შორის ტურიზმსა და ფულად გზავნილებზე. კერძოდ, 2017 წლის 9 თვეში, საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა 19.3%-ით, ხოლო შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან 28.5%-ით და 2 163.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2017 წლის 8 თვეში 19.1%-ით გაიზარდა ფულადი გზავნილების მაჩვენებელიც.

გენადი არველაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებული წარმატებით დასრულებული და მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს, დადებითად აისახება აღნიშნულ ბაზრებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიკაციაზე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4826 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4808 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.18 თეთრი შეადგინა.  გაუფასუ

გიორგი გახარია ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

ინოვაციები, ტურიზმი, ტრანსპორტისა და აეროპორტების განვითარება, საჰაერო ფრენები, ქონების მართვა, სტრუქტურული რეფორმები- მათ შორის საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზარი, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმები, ექსპორტის წახალისება და

სექტემბერში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

2017 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 124.4 მლნ აშშ დოლარი, ანუ 306.8 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.2 პროცენტით (24.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელ

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - ვიტორ გასპარი

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

საქართველოს მთავრობა ერთგულად ასრულებს საგადასახადო პოლიტიკის საშუალოვადიანი სტრატეგიით გათვალისწინებულ ღონისძიებებს - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის უფროსმა, ვიტორ გასპარმა პირველ

თბილისში საწარმო ,,სოციალური სამყარო’’ გაიხსნა

16 ოქტომბერი, 2017 , 16:00

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით არასამთავრობო ორგანიზაციამ დემოკრატიის განვითარების სააგენტო თბილისში საწარმო: ,,სოციალური სამყარო’&rsquo

სურსათის ეროვნული სააგენტო ჰოლანდიელ ექსპერტებთან ხარისხის მართვის სტანდარტებს განიხილავს

16 ოქტომბერი, 2017 , 14:40

სურსათის ეროვნულ სააგენტოში 5-დღიანი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება. უცხოელი ექსპერტები საქართველოს სურსათის უვნებლობის სისტემას ეცნობიან და ქართველ კოლეგებს ინსპექტირების ხარისხის მართვის სტანდარ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე