უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

28 თებერვალი, 2018 17:25
font-size

გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების ჩატარებას ემხრობა

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნები ჩატარების მომხრეა.

დეპუტატი ბორჯომის საკრებულოში დღეს განვითარებულ პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ბორჯომის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება ახალი არ არის და მსგავსი ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა.

ფოფხაძე „ქართული ოცნების“ მისამართით საბოტაჟსა და შანტაჟზეც საუბრობს.

„მსგავსი სამწუხარო ფაქტები წინა მოწვევის საკრებულოშიც ხდებოდა. ამ ყველაფრის ცენტრში გიუაშვილი იყო. წინა მოწვევის საკრებულოში, მოქმედმა თავმჯდომარემ ჩაჩანიძემ გიუაშვილის გალახვა დაგეგმა. ახლა ერთად არიან, რაც არსებული ფონის გათვალისწინებით ბუნებრივად მიმაჩნია, რადგან ადამიანები სხვა ფორმას ვერ ნახულობენ თუ არა, ფიზიკურ დაპირისპირებასა და შეურაცხყოფას.

“ლეიბორისტები” “პატრიოტთა ალიანსი” და “ნაციონალური მოძრაობა” ერთად ერთადერთი მიზნით დადგა, რომ “ქართულ ოცნებას” შანტაჟი და საბოტაჟი მოუწყოს, რათა ვერაფერი გავაკეთოთ. ეს რაიონსა და მოსახლეობას აზარალებს. შეიძლება სხვადასხვა გამოსავალი მოიძებნოს, მაგრამ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი ხელახალი, ახალი არჩევნების ჩატარება იყოს”, – განაცხადა ფოფხაძემ.

შეგახსნებთ, რომ, დღეს, ბორჯომის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატები და მერიის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბორჯომის საკრებულო დღეს პირველად შეიკრიბა. არაერთი მცდელობის შემდეგ კვორუმი შედგა, თუმცა საკრებულომ ვერც დღეს მოახერხა ბორჯომის მერიის საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დამტკიცება.

თვითმმართველობის 125 თანამშრონელს წელს ხელფასი საერთოდ არ აუღია.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი