უკან

საზოგადოება

22 ოქტომბერი, 2019 17:15
font-size

გედევან ფოფხაძე გიორგი მიქაუტაძეს: თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში

უვადო მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ შანტაჟისტი უწოდა და განაცხადა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს ციხეში.

ვახტანგ შარაქაშვილის კითხვა მიქაუტაძეს გედევან ფოფხაძემ დაუსვა: „რატომ უნდა იყოთ თქვენ მოსამართლე იმის მერე, რაც იყავით სააკაშვილის რეჟიმის დროს მოსამართლე, რა მორალური უფლება გაქვთ?“ რაზეც მიქაუტაძემ უპასუხა, რომ „არ მესმის, რას უწოდებთ სააკაშვილის რეჟიმს. მე 2012 წლიდან ვიყავი მოსამართლე, იქამდე კი პროკურატურაში ვმუშაობდი.“ - განაცხადა მიქაუტაძემ.

„გქონდათ თუ არა უფლება, ორი თვით ვატო შაქარააშვილი გაგეშვათ ციხეში, როცა ის იბრძოდა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უკეთესად ეცხოვრა. სამწუხაროდ, ვატო შაქარაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა, მოვისროლეთ და პორტირებული ნაციონალებით ავავსეთ აქაურობა. თქვენც ასეთი შემთხვევა ხართ. თქვენ რომ ცოტა მაინც პატივისცემა გქონოდათ 2012 წლის პირველი ოქტომბრის, ჩუმად მაინც იქნებოდით და შანტაჟისტი არ გახდებოდით „ქართული ოცნების“. თქვენ ჩვეულებრივი შანტაჟისტები იყავით, ის მოსამართლეები, რომლებისთვისაც საკუთარი თანამდებობი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და ის კლანიც ამ გენეტიკითაა ფორმირებული. ეს არის კლანი, რომლის ამოცანაცაა დააშანტაჟოს პარლამენტი, დააშანტაჟოს ქართველი ხალხი და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები. თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში“ - მიმართა გედევან ფოფხაძემ გიორგი მიქაუტაძეს.

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვასწავლოთ ქართველებს, რომ დაისვენონ საქართველოში - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 17:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის გან

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს

5 ივნისი, 2020 , 17:00

6 ივნისიდან 9 ივნისამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შ

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია

5 ივნისი, 2020 , 17:00

ვარკეთილში სპეცოპერაცია დასრულებულია. მამაკაცი, რომელიც ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, პოლიციას ჩაბარდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სა

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკა ფრთხილად გავხსნათ, რათა მივეჩვიოთ, ადამიანებს ვუმკურნალოთ, მაგრამ ტურიზმიც, წარმოებებიც, რესტორნებიც ნელ-ნელა ავამუშაოთ - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:35

პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ პატივია აქ ყოფნა. გვესმის, რომ განსაკუთრებით ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის ახლა მძიმე პერიოდია და არ არის მარტივი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორ

ხილიანი ისტორიულ სახელს იბრუნებს

5 ივნისი, 2020 , 16:35

თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა, საბურთალოს რაიონში, თბილისის ზოოლოგიური პარკის მიმდებარედ, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნისთვის ხილიანის სახელის მინიჭების საკითხზე იმსჯელეს. კომისიის თავმჯდ

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს - გიორგი გახარია

5 ივნისი, 2020 , 16:00

როგორც ჩანს, ისრაელი იქნება პირველი, საიდანაც შემოვიყვანთ ტურისტებს. რა თქმა უნდა, ისრაელისთვის ორი ძირითადი მიმართულებაა საინტერესო, პირველ რიგში, ქუთაისი და შემდგომ ბათუმი ასევე, ამიტომ მზად უნდა ვიყოთ, – ამის შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!