უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
- 18.01.2021 18:16თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
არქივი
პოლიტიკა


გედევან ფოფხაძეს ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია, საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს - სოფიო კილაძე
ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო კილაძემ დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ცილისმწამებელი კაცი უწოდა“ იმის გამო, რომ პარლამენტარმა ფაქსიმილეს უკანონო გამოყენებაში დაადანაშაულა.
„გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია, საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს“, - თქვა კილაძემ.
კილაძის თქმით, ის ფაქსიმილეს ფიზიკურად ვერ გააყალბებდა.
„რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ“,- განაცხადა კილაძემ.
ფოფხაძემ „იმედის კვირასთან“ სოფიო კილაძესთან მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.
„მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე, ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი, „ხალხო, ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია“, - თქვა ფოფხაძემ .
საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20

ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 14:15