უკან
რეგიონები
25 სექტემბერი, 2016 13:07
გედევან ფოფხაძე ციხისჯვარის, ანდეზიტისა და ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.
ამჯერად დეპუტატობის კანდიდატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების- ციხისჯვარის, ანდეზიტის, აგრეთვე, ბაკურიანის მოსახლეობას შეხვდა.
დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, ,,ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. ამომრჩეველთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ციხისჯვარში, ანდეზიტია და ბაკურიანში წინასაარჩევნო შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძეც ესწრებოდა.
მან ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და გედევან ფოფხაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეა.