უახლესი ამბები
- 22.01.2021 22:27“ძაღლის ჭირი თბილისში” – ვეტერინარები მოსახლეობას აფრთხილებენ
- 22.01.2021 20:43ძველ თბილისში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
- 22.01.2021 18:21ვითიბი ბანკი ფერმერული მეურნეობის მხარდაჭერას აგრძელებს
არქივი
პოლიტიკა


გეგმები არის ამბიციური - ზაზა გაბუნია პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია გახდა.
მისი კანდიდატურა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.
პლენარული სხდომაზე გაბუნიას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზაზა გაბუნიას მიულოცა და წარმატებები უსურვა.
აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გრიგოლ ლილუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა და სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი დაიკავა.
როგორც გაბუნიამ კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ განაცხადა, იგი თვითმმართველობის რეფორმის უკეთესი მუშაობისთვის 24 - საათიან რეჟიმში აპირებს მუშაობას.
„მადლობა პარლამენტს გამოცხადებული ნდობისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის სტრატეგიული ხაზი ჩვენი სახელისუფლებო პროგრამის. თვითმმართველობა ყოველთვის იყო ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი საკითხი. გეგმებიც არის ამბიციური, რომელიც თვითმმართველობის რეფორმის გაგრძელებას გულისხმობს. ამოცანები არის დიდი, მათ შორს რეგიონების განვითარების და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრამები. ვაპირებ, 24 საათის განმავლობაში ვიმუშავო ამ საკითხებზე და მაქვს იმედი, გვექნება გაცილებით მაღალი სტანდარტის და შედეგობრივად მნიშვნელოვანი თითმმართველობის რეფორმა და რეგიონებში ცხოვრების მაღალი დონე“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა
22 იანვარი, 2021 , 21:19

რჩება დაახლოებით ერთი კვირა, რათა ოპოზიციურმა პარტიებმა გადახედონ გადაწყვეტილებებს - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

შეხვედრამ მოგვცა იმის თქმის საფუძველი, რომ საბოლოოდ შევთანხმდებით - მამუკა მდინარაძე
22 იანვარი, 2021 , 15:40

პირველი ოპოზიციური პარტია უკვე შემოსულია. სხვებთან მოლაპარაკებისთვის მზად ვართ - არჩილ თალაკვაძე
22 იანვარი, 2021 , 15:00

დღეს საბოლოო შეთანხმებისთვის არ მოვსულვართ, პოზიციების გასარკვევად და დასაზუსტებლად მოვედით - ალეკო ელისაშვილი
22 იანვარი, 2021 , 15:00
ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელის - სალომე ზურაბიშვილი
21 იანვარი, 2021 , 17:25