უკან

საზოგადოება

3 იანვარი, 2019 12:40
font-size

გეგმიური აცრები სავალდებულო გახდა

2019 წლის პირველი იანვრიდან გეგმური აცრები სავალდებულო გახდა. შესაბამისი ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონში პარლამენტმა 14 ნოემბერს დაამტკიცა.

საუბარია პროფილაქტიკურ აცრებზე, რომლებიც აცრების ეროვნულ კალენდარშია გაწერილი.

ამ ეტაპზე, საკანონმდებლო ცვლილება არ ითვალისწინებს არანაირ სანქციას იმ მშობლების მიმართ, რომლებიც შვილების აცრაზე უარს იტყვიან.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის, აკაკი ზოიძის თქმით, სანქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ აცრების მაჩვენებელი არ გაიზრდება და სიტუაციის ანალიზის შედეგად საჭირო გახდება დამატებითი ზომების მიღება. კერძოდ, ზოიძის თქმით, მომავალი წლის ზაფხულიდან შესაძლოა, ბაღებსა და სკოლებში აუცრელი ბავშვის შეყვანა აიკრძალოს. ამ ეტაპზე კი დოკუმენტი ითვალისწინებს ვალდებულებას, მშობელმა სკოლაში ან ბაღში სწავლის დაწყებისას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის იმუნიზაციითმოცვის დონე არასაკმარისია. აცრებზე მოთხოვნას ხელს უშლის მოსახლეობის არასათანადო ცნობიერება ვაქცინების სარგებლისა და უსაფრთხოების შესახებ და უნდობლობა, ასევე, ვაქცინაციის საწინააღმდეგო ინფორმაცია საზოგადოებასა და საინფორმაციო საშუალებებში, მშობლების უყურადღებობა და პასუხისმგებლობის დეფიციტი.

საქართველოში მოქმედ აცრების ეროვნულ კალენდარში ათი ვაქცინაცია შედის. ესენია:

B ჰეპატიტი (ჰეპ B / HepB);
ბცჟ (BCG);

დიფთერია + ტეტანუსი + ყივანახველა + ჰეპ B +ჰიb + იპვ (ჰექსა/DPat+HepB+Hib+IPV);

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (პნევმო/PCV);

როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა;

წითელა, წითურა, ყბაყურა;

დიფთერია, ტეტანუსი, ყივანახველა;

პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა;

დიფთერია-ტეტანუსი;

ტეტანუსი-დიფთერია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ორ წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, ხუთი წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.

საკვანძო სიტყვები:

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

18 ივნისი, 2019 , 10:25

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 სა

პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია

17 ივნისი, 2019 , 23:45

პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიის რეგიონისა და

ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლგბტ აქტივისტებს პრაიდის ჩატარებაზე უარი უთხრა

17 ივნისი, 2019 , 23:33

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს. „შეხვედრაზე იყო საუბარი უ

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

17 ივნისი, 2019 , 17:16

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი. აქციის პირობების თანახმად უზრუნველყოფის გარეშე 30 000 ლარამდე, ხოლო თავდების უზრუნვ

სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს - მეუფე პეტრე

17 ივნისი, 2019 , 17:00

"სოდომის ცოდვა ეკლესიამ ჯერ თავის წიაღში უნდა დაამარცხოს" - ამ განცხადებით ეხმაურება მეუფე პეტრე ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს. ჭყონდიდელი მიტროპოლიტის თქმით, ჯერ კიდევ 80-იან წლებში ეკლესიაში სოდომური ცოდვის პრობლემე

ისრაელისა და საქართველოს მთავრობებმა დაუყოვნებლივ უნდა შეისწავლონ პრობლემური საკითხები - იციკ მოშე

17 ივნისი, 2019 , 16:45

„ისრაელის სახლის“ ხელმძღვანელი, საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე ფეისბუქის პირად გვერდზე ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა არალეგალურად ყოფნისა და მათ იქ კანონიერად დასაქმების საკითხზე საკ