უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 აპრილი, 2017 18:30
font-size

გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს - ელისო კილაძე

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე მასზე თავდასხმას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს, - განუცხადა ჟურნალისტებს ხვედელიძის მეგობარმა, გაზეთ ”ქრონიკა პლუსის” რედაქტორმა ელისო კილაძემ, რომელიც დღეს ”ნიუ ჰოსპიტალში” იმყოფებოდა მის მოსანახულებლად.

ელისო კილაძის თქმით, გელა ხვედელიძემ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით გამომძიებლებს დეტალური ჩვენება მისცა.

”როგორც მან მითხრა, გამორიცხავს პირად შურისძიებას. მას არ ჰყავს პირადი მტრები. ასევე გამორიცხავს, მაგალითად, გიორგი ფარესიშვილის მხრიდან რაიმე ტიპის ანგარიშსწორებას. მან თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივით მასზე თავდასხმა და ეთანხმება ჩემს ვერსიას, რომ ამის უკან დგას კონკრეტული თანამდებობის პირი. გამოძიებისთვის დეტალური ინფორმაციის მიცემას ის აპირებს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ. მას აქვს გარკვეული ინფორმაციები. ასევე აგროვებს სხვა ინფორმაციებსაც, ამიტომ ვფიქრობ, მისი საბოლოო ჩვენება დეტალების დაზუსტებით ძალიან საინტერესო იქნება”, - განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გელა ხვედელიძეს რამდენიმე დღის წინ თავს დაესხნენ საკუთარ სახლთან. მას ორი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

ნინო ექვთიმიშვილი

საკვანძო სიტყვები:

`ნაციონალური მოძრაობა` გადაიხდის გარკვეულ პოლიტიკურ ფასს იმის გამო, რაც დღეს ჩაიდინეს - სოზარ სუბარი

18 ნოემბერი, 2019 , 19:35

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების ქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, როდესაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სპეცრაზმელებს - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა გააკეთა. "ყველაზე

გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს - გიგი უგულავა

18 ნოემბერი, 2019 , 19:15

სანამ არ დაბრუნდება არჩევნები, ხელისუფლებას საქმიანობის წყნარი შესაძლებლობა არ ექნებათ , -  ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგი უგულავამ განაცხადა. "გამარჯობა პუტინის ივანიშვილისეულ რუსეთს. დარბეულია გან

„აუცილებლად გაგრძელდება პროტესტი, რაც არ უნდა ქვიშა და კარვები წაიღონ“

18 ნოემბერი, 2019 , 18:38

"ეს არ არის მხოლოდ მიტინგის დარბევა ან ძალის გამოყენება. ბიძინა ივანიშვილი პერმანენტულად ცდის ქართულ საზოგადოებას,“- ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთველის გამზირზე საპროტესტ

თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან - მალხაზ მაჩალიკაშვილი

18 ნოემბერი, 2019 , 12:00

არავის მივცემთ შესვლის უფლებას. თუ მალულად ვინმე შევიდა პარლამენტში, გამოვათრევთ იქიდან, - ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ უნდა 20 ივნისის სცენარი

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2019 , 17:15

უკანასკნელი ქოცისთვისაც კი ცხადია, რომ პროპორციულზე გადასვლა პირადად ივანიშვილის დავალებით ჩააგდეს, - წერს Facebook-ის პირად გვერდზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე. "ბიძინას უნიჭო სპექტაკლის მიხედვით, ქ

“აფერუმ ძმაო, შენ კაცობას!”

16 ნოემბერი, 2019 , 16:25

აკადემიკოსი, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია რუსი ოკუპანტების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცების ფაქტს ეხმაურება. “ის კი არ მიკვირს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს, სრულიად