უკან
უახლესი ამბები
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
- 23.04.2024 08:21აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა
არქივი
რეგიონები
13 იანვარი, 2018 13:50
გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში დამონტაჟებული გარე განათება მოხსნეს
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარ ტაძარში დამონტაჟებული გარე განათება მოხსნეს.
გავრცელებული ინფორმაციით აღნიშნული განათება გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში ფრესკასთან იყო დამონტაჟებული, რომელიც ფრესკას აზიანებდა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მათ აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება მალევე მოახდინეს.
"მალევე მოხდა რეაგირება და ადგილობრივ ეპარქიასთან შეთანხმებით აღნიშნული განათება მოიხსნა", - განაცხადეს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში.
ფრესკის დაზიანებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალური ქსელის მეშვეობით ერთ-ერთმა ისტორიკოსმა გაავრცელა და ფოტოსურათიც განათავსა.