უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

17 ივლისი, 2017 16:10
font-size

GEM FEST-ის გახსნის პირველივე დღეებში 10 000-ზე მეტი ვიზიტორი მივიღეთ - გიორგი სიგუა

„ჯემ ფესტის“-ის გახსნის პირველივე დღეებში ვუმასპინძლეთ 10 ათასამდე ვიზიტორს, საიდანაც 64% იყო უცხოელი. უკვე გვქონდა 48 შოუ 8 სცენაზე“ - ამის შესახებ მუსიკალური ფესტივალის „ჯემ ფესტის“-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დღე გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომლის მთავარი მიზანი „ჩექ ინ ჯორჯიას“ პროექტის მიმდინარეობის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება იყო.

როგორც გიორგი სიგუამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, წელს პირველად მოხდა განმუხურის გარეთ, GEM FEST-ის გარე ტერიტორიის ათვისებაც, მათ შორის არის კუნძული მდინარე ენგურში, ასევე ჩინური სცენა ანაკლიის სანაპიროზე და სხვა.

„განმუხურში არის ქუჩები, სადაც ტურისტი იშვიათი იყო, ხოლო ახლა ჰოლანდიელებს და გერმანელებს აქვთ აღებული სახლები და ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საუკეთესო დრო გაატარონ. ძალიან დიდი ხალისი და სიცოცხლე ჩქეფს ანაკლიაში და განმუხურში, 100-ზე მეტი ობიექტია აშენებული. ხუმრობა არ არის, რომ სამეგრელოს სოფელ განმუხურში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდები, ინტენსიურად შენდება Guest House-ები და ახალი ობიექტები. ასე რომ, უკვე სამი დღეა დაიწყო ჩვენი მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ფესტივალი და გელოდებით ყველას ანაკლიასა და განმუხურში“ - აღნიშნა სიგუამ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „ჯემ ფესტი 2017“ განმუხურში 14 ივლისს დაიწყო და 33 დღის განმავლობაში, 15 აგვისტომდე გაგრძელდება. ფესტივალზე 500-ზე მეტი არტისტი დაუკრავს, მათ შორის იქნებიან ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო დონის ვარსკვლავები.

საფესტივალო ტერიტორიაზე 8 სცენა 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3000-ზე მეტი ღონისძიება და ტერიტორიაზე ყოველდღიურად მოეწყობა სხვადასხვა სპორტული აქტივობები.

„ჯემ ფესტის“ ტერიტორიაზე განთავსებულია დაცული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საბავშვო სივრცე, მოედნებითა და ატრაქციონებით. საფესტივალო ტერიტორიაზე მოქმედებს ევროსტანდარტების შესაბამისი კარვების ქალაქი, სადაც ერთდროულად 10 000 ადამიანი განთავსდება. კარვები, ისევე როგორც სხვა სანიტარული პირობები, წლევანდელ GEM Fest-ზე გაუმჯობესებულია.

წელს ფესტივალზე ასევე გაზრდილია კვების და სავაჭრო ობიექტების რაოდენობა - ერთი თვის განმავლობაში სტუმრებს 30 ბარი, 15 რესტორანი, 40-მდე სწრაფი კვების და 50-მდე სხვა სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

მნიშვნელოვანია, რომ „ჯემ ფესტი“-ს ფარგლებში დასაქმებულია 2800-ზე მეტი ადამიანი. ფესტივალი მნიშვნელოვან როლს შეასრულების რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებითაც.

ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა ადგილობრივი მოსახლებისთვის - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული ხუთწლიანი პროექტის ფარგლებში, ადგილობრივმა მოსახლეობამ საოჯახო სასტუმროებისთვის ციფრული მარკეტინგის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით რეკლამირების პაკეტების მიწოდების და ბიზნესის მართვის გაძლიერებისკენ მიმართული ტრენინგი გაიარეს. პროექტის შედეგად, დღეის მდგომარეობით, ანაკლია-განმუხურში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა საცხოვრებელი სახლი დაჯავშნილი, ან გაყიდულია. ფესტივალზე სტუმრები ჩამოდიან როგორც მეზობელი ქვეყნებიდან, ისე ევროპიდან, ამერიკიდან, ბრაზილიიდან და ა.შ.

სოფელ სნოში ახალი სასტუმრო გაიხსნა

23 ივლისი, 2017 , 16:14

სოფელ სნოში, შიოლა ღუდუშაურის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე 34 ნომრიანი ახალი სასტუმრო გაიხსნა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მეუღლესთან ერთად დაესწრო. გიორგი კვირიკ

თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის ახალი გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

23 ივლისი, 2017 , 14:59

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლო- რეკონსტრუქცია დაასრულა. ახალი გზა რეგიონული განვ

გორში ბავშვი მე-3 სართულიდან გადმოვარდა

22 ივლისი, 2017 , 14:05

გორში, სტალინის ქუჩაზე, 6 წლის ბავშვი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან გადმოვარდა. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. ბავშვს მრავლობით

ქუთაისში მოსწავლე ახალგაზრდული პარკის კეთილმოწყობა სრულდება

22 ივლისი, 2017 , 14:00

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონების მასშტაბით მიმდინარე სამუშაოებს ეცნობა და მუშაობის ხარისხის მონიტორინგს განაგრძობს. ზურაბ ალავიძე ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც მოსწავლე ახალგაზრდო

თვითმხილველის ინფორმაციით, ქობულეთში ნასვამმა პოლიციელმა ისროლა

22 ივლისი, 2017 , 14:00

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევში სროლა იყო. ადგილზე საპატრულო ეკიპაჟი იმყოფებოდა. ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების მტკიცებით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა გაისროლა. ,,მოვიდა ნასვამ მდგომარეობაში

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

22 ივლისი, 2017 , 14:00

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის რაიონის სოფელ დამია-გეურარხში მირგუსეინ ასადოვმა კაკლის ბაღი გააშენა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლე