უახლესი ამბები
- 27.01.2021 23:22სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
- 27.01.2021 23:07შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან - დეკანოზი თადეოზ სარალიძე
- 27.01.2021 22:01მალტის მხარე ვაქცინების საკითხზე კავშირზე იმყოფება საქართველოს საელჩოსთან და სხვა ნებისმიერი სახის ინფორმაცია ამ თემაზე წარმოადგენს სპეკულაციას - იტალიაში საქართველოს ელჩი
- 27.01.2021 21:52მიმართეთ მალტას და იპოვეთ ვაქცინა, დროზე და უშველეთ ხალხს! - მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს
- 27.01.2021 20:33„თუ რაიმე აინტერესებთ, შეუძლიათ მოვიდნენ, ნახონ და დააგემოვნონ“ - ირაკლი ღარიბაშვილმა ჯარში კვებასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უპასუხა
- 27.01.2021 20:10ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
- 27.01.2021 19:45ბიზნესს სურს, რომ ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, მაგრამ ჩვენ ამის გაკეთების შესაძლებლობას მოკლებული ვართ - ნათია თურნავა
არქივი
პოლიტიკა


გენადი არველაძე პრაღაში გამართულ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრის მოადგილემ ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის პარალელურად, ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნესფორუმზე მიიღო მონაწილეობა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა.
გენადი არველაძემ ფორუმის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას.
ბიზნესფორუმზე ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირისპირ მოლაპარაკებები გაემართათ.
პრაღაში, გენადი არველაძის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოებთან (CzechInvest, CzechTrade). შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აღნიშნულ სააგენტოებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მეწარმეობის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული სერვისები და აქტივობები გაუზიარეს. შეხვედრის მსვლელობისას, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, კომპანიებისა თუ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების აღნიშნულ უწყებებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტის (ე.წ. „study tour“) გამართვის თაობაზე.
საკვანძო სიტყვები:

ნატო ჩხეიძე: ნეტავ დივერსიული ჯგუფია თუ ჯანსაღი?..
27 იანვარი, 2021 , 20:10
თავდაცვის ძალების მეთაურმა ნატო-ს მეკავშირეთა გაერთიანებულ სარდლობაში შეხვედრები გამართა
27 იანვარი, 2021 , 17:20

იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში პარლამენტს მეორე ოპოზიციური პარტია შემოუერთდება - არჩილ თალაკვაძე
27 იანვარი, 2021 , 16:35
არ ვაპირებთ უკანდახევას -ლევან ბეჟაშვილი
27 იანვარი, 2021 , 15:25
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ სტიუარტ პიჩს შეხვდა
27 იანვარი, 2021 , 12:00
საქართველოს დღეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამედ ჯავად ზარიფი ეწვევა
27 იანვარი, 2021 , 10:36