უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 მარტი, 2018 17:05
font-size

გენდერული თანასწორობის შესახებ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფიო ჯაფარიძე 5 მარტს, თბილისში, სასტუმრო „ვერე პალასის“ საკონფერენციო დარბაზში, გენდერული თანასწორობის ეროვნული მექანიზმების თემაზე ორდღიანი საერთაშორისო კონფერენციას გახსნის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტები ლატვიიდან, ესპანეთიდან, შვედეთიდან და სერბეთიდან.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციაზე, რომლის მთავარი განსახილველი საკითხია ეროვნული მექანიზმების როლი გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშეწყობაში, ასევე სიტყვით გამოვა გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე.

კონფერენცია პროექტის - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ ორგანიზებით ტარდება და მასში, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს სააგენტოებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტი - „ევროკავშირი გენდერული თანასწორობის უწყებათაშორისი კომისიის მხარდასაჭერად“ 2017 წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის მაისში დასრულდება. მთავარი კონტრაქტორია NIRAS შვედეთი და კონსორციუმის წევრი CPM. პროექტის მთავარი პარტნიორი და ბენეფიციარია გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისია. პროექტის პარტნიორები არიან - ფინანსთა სამინისტრო; შინაგან საქმეთა სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; განათლების სამინისტრო; იუსტიციის სამინისტრო; საქსტატი; საქართველოს პროკურატურა; ადგილობრივი მუნიციპალიტეტები; მედია და სამოქალაქო სექტორი.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას, ეფექტიანად განახორციელონ გენდერული მეინსტრიმინგი საჯარო მმართველობაში.
პროექტი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან:

ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერება მონაწილეობითი მიდგომის გზით
სქესის მიხედვით სეგრეგირებულ მონაცემთა შეგროვების ხელშეწყობა
ცოდნის ამაღლება გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების კუთხით
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და კომუნიკაციის გაძლიერება პარტნიორებს შორის
პროექტის სამიზნე რეგიონებია თბილისი, გორი და ზესტაფონი.

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პოლიციამ ბათუმში ნარკორეალიზატორი დააკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე. ი. დააკავ

ფეიქრების ქუჩაზე, GWP-ს საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია

21 სექტემბერი, 2019 , 13:50

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

ეკატერინე ტიკარაძე აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:35

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს

გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

21 სექტემბერი, 2019 , 12:15

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს