უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 ნოემბერი, 2016 16:35
font-size

გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა.

შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა. სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბის მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო. მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის.

ვისაუბრეთ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ჩვენი ეკონომიკების თავსებადობა მაღალი იყოს - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

გიორგი გახარია სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა. ,,ვისაუბრეთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე, საკანონმდებლო მიმართულებით, რათა ჩვენი ეკონომიკების თ

ჩვენთვის საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ სამეზობლოში, განსაკუთრებით სამართლის უზენაესობის მიმართულებით - იოჰანეს ჰანი

16 სექტემბერი, 2019 , 16:30

„ევროკავშირი და საქართველო ძალიან მჭიდრო პარტნიორები და მეგობრები არიან. ვადასტურებ იმას, რაც ბრძანა პრემიერ-მინისტრმა, ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ უფრო გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. განსაკუთრებით ისეთი პოტენციალ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - გიორგი გახარია

16 სექტემბერი, 2019 , 16:09

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი აღსრულდეს მთელს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას, - ამის შესახებ საქართველოს პ

გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები - გიგა ბოკერია

16 სექტემბერი, 2019 , 15:50

დღეს მოხდა აღიარებითი ჩვენება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ თურმე ამოცანა ჰქონიათ, არ დაუწესდეს რუსეთს სანქციები, – ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გ

„ევროპული საქართველოს“ მხრიდან დღემდე არ წყდება ქვეყნისა და ხალხისთვის ზიანის მომტანი აქტივობების ინიცირება - გია ვოლსკი

16 სექტემბერი, 2019 , 14:15

საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ეროვნული ინტერესების დაცვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე

ისრაელის პრესა: „სკამზე მიწებებულ“ ისრაელის ელჩს შაბთაი ცურს საელჩოდან წასვლა არ სურს

16 სექტემბერი, 2019 , 14:12

ისრაელის გავლენიანი გამოცემა „იედიოთ ახრონოთი“ (14.09.2019) საქართველოში ისრაელის ელჩისთვის, შაბთაი ცურისთვის ამ თანამდებობაზე ვადის 2019 წლის ბოლომდე გახანგრძლივებას უძღვნის სტატიას, სათაურით „მუდმივი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს