უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
რეგიონები
გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებზე თურქული კომპანია მრავალფუნქციურ შენობას ააშენებს 11.05.2012 16:48

სამოქალაქო მოძრაობა “ემსახურე საქართველოს” განცხადებით, ბათუმში თურქეთთან ბრძოლაში დაღუპული გენერალ მაზნიაშვილის მებრძოლების საფლავებზე, ხელისუფლების ნებართვით თურქული კომპანია მრავალფუქნციურ შენობას აშენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ტერიტორია 1 ლარად გაიყიდა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ბათუმის თავისუფლების მოედანი, რომელზეც ქართველ გმირთა საფლავებია განთავსებული, სამშენებლო სამუშაოების დაწყების მიზნით, წუხელ ღამით შემოღობეს.

„აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და თურქულ კომპანია შპს “სისთემ ინშაათ”-ს შორის, თავისუფლების მოედნის შესყიდვის შესახებ პირდაპირი მიყიდვის წესით ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმდა. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად თავისუფლების მოედნის 3000 კვადრატული მეტრ არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე სადაც 1921 წლის მარტში, ბათუმის განთავისუფლებისათვის დაღუპულ ქართველ მამულიშვილთა საფლავებია მრვალფუნქციური შენობა უნდა აშენდეს. ვაფრთხილებთ როგორც აჭარის მთავრობას, ასევე ინვესტორს, ხელი აიღონ უკანონო განზრახულობის შესრულებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში უახლოეს თვეებში ხელისუფლების შეცვლისთანავე მოხდება აღნიშნული ტერიტორიის დეპრივატიზაცია“,–აცხადებს მურმან დუმბაძის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობა “ემსახურე საქართველოს“.