უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 აპრილი, 2019 15:05
font-size

გენერალურ პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

წამებასთან ბრძოლის და მისი პრევენციის მიმართულებით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ყირგიზეთის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა.

როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურიდან აცნობეს, ყირგიზეთის წარმომადგენლები საქართველოში არაადამიანური მოპყრობის დანაშაულების გამოძიების, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის და სამართალდამცავ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის პრაქტიკით დაინტერესდნენ.

დელეგაციას, ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული ცენტრის დირექტორის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის ეროვნული ცენტრის ექსპერტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვის უფლებათა დაცვის ლიგის“ დირექტორის, ომბუდსმენის ინსტიტუტის ბავშვთა უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და სამართალდამცავთა მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტის, ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ ცენტრალური აზიის ოფისის დირექტორის და ყირგიზეთის ოფისის დირექტორის მოადგილის და პროექტის კოორდინატორის შემადგენლობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი და შესაბამისი მიმართულებების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები შეხვდნენ. მათ დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურის სისტემისა და ფუნქციების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. საუბარი შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის ძირითად პრინციპებსა და დანაშაულის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელების წესებს.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა მომავალში თანამშრომლობის მზაობა გამოხატეს.

მსურველთათვის მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამა ამოქმედდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

უსტატუსო მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვის ამოქმედდა პროგრამა, რომლის ძირითად უპირატესობას, სკოლაში დასაქმებების პარალელურად, მასწავლებლობის უფლების მოპოვება წარმოადგენს. ამის შესახებ „მედიანიუსს&ldqu

ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს

22 აგვისტო, 2019 , 17:19

"რუსთავი2"-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში განცხადებას ავრცელებს. „მედიანიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: "საზოგადოებისათვის ცნობილია ბოლო დღეებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში განვითარებული მოვლენები. ეს მოვლენ

თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე ხე წაიქცა

22 აგვისტო, 2019 , 16:20

თბილისში, კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის 40 ნომერში ხე წაიქცა - ინფორმაციას ამის შესახებ, საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხე ავტომობილს დაეცა, თუმცა შემთხვევის შედეგად ა

“გაუფრთხილდით თქვენ სიცოცხლეს არ მიიღით ნივთირება რომელიც არ იცით რა არის! წუთიერი “გართობა” სიკვდილით სრულდება!!!` - ნარკოლოგი

22 აგვისტო, 2019 , 16:20

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე ბათუმში ნარკოტიკული ინტოქსიკაციით 22 წლის ბიჭის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "დილით გავხსენი ფბ და ამომივარდა -22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა ღამის კლუბში ბათუმში 2 ახალგაზრდა გოგონა კომა

`ქართული ოცნება` დღეს ძლიერია, როგორც არასდროს და საშიში როგორც არასდროს - არჩილ გამზარდია

22 აგვისტო, 2019 , 15:00

აქ საქმე იმაში კი არ არის, ვინ ვის შეცვლის და რას რა ჯობს, არამედ საქმე მთელი ამ ხელისუფლება-საზოგადოების ომის მოტივაციაშია, ხელისუფლების სურვილში ყველაფრის დამორჩილება მოახერხოს, - ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი არჩილ გა

მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსი გამოცხადდება

22 აგვისტო, 2019 , 14:40

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მასწავლებლობის მსურველთათვის აგვისტოს ბოლოდან კონკურსს გამოაცხადებს. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ განაცხადა, მასწავლე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს