უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მაისი, 2017 14:10
font-size

გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით შეილახა ჩემი პატივი და ღირსება - ოთარ ფარცხალაძე

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაკავშირებით განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

"მინდა, გამოვეხმაურო გენერალურ აუდიტორ ლაშა თოდრიასთან მომხდარ ინციდენტს. უპირველეს ყოვლისა ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ კონფლიქტის ინიციატორი გახლდათ თავად ძლიერი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ლაშა თორდია. მე ამ დროს ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფებოდი შარდენზე, ერთ-ერთ დაწესებულებაში, სადაც როგორც აღმოჩნდა ქეიფობდა ეს უკანასკნელიც. ჩვენ სახლებისკენ რომ ვიშლებოდით, სწორედ მაშინ მოგვეჭრა მთვრალი გენერალური აუდიტორი, რომლის აგრესიული ქმედებების გამო გადაიზარდა ყველაფერი მცირე კონფლიქტში, რაც რამოდენიმე წამშივე განიმუხტა.

როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას. ის სიცრუეები კი, რასაც იგი ყვება ტელევიზიების საშუალებით, გავს თავისი ქმედებების სხვისთვის გადაბრალების მცდელობას, თუმცა არ გამოვრიცხავ იმდენად მთვრალი იყო პატივცემული აუდიტორი, რომ მას რაღაც დეტალები არც კი ახსოვდეს.

მთავარი, რისი თქმაც მინდა არის ის, რომ მე მზად ვარ სრულად ვითანამშრომლო გამოძიებასთან, რადგან უპირველეს ყოვლისა ჩემს ინტერესებში შედის, რომგაირკვეს სიმართლე და ის ბინძური პიარ კამპანია რაც აგორდა სავარაუდოდ ლაშა თორდიას მიერ ჩემს წინააღმდეგ, მისი მეგობრებისა და თანაპრტიელების დახმარებით, არ დარჩეს პასუხგაუცემელი.

რაც შეეხება იმ განცხადებას, თითქოს იგი ამოწმებდა თუ ამოწმებს ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებულ გარემოებებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მე საკმაოდ დიდი ხანია აღარ ვარ სახელმწიფო მოხელე, მას შემდეგ რაც ჩემივე განცხადებით გადავდექი მთავარი პროკურორობის თანადებობიდან და მე მზად ვარ, პასუხები გავცე როგორც საჯარო სექტორში საქმიანობისას ისე მას შემდეგ ჩემს მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებაზე.

ასევე ცალსახად ეჭვს ბადებს, როდესაც გენერალური აუდიტორი, რომლის სამსახურის ერთადერთი დანიშნულებაა სახლწიფო უწყებების შემოწმება, საჯაროდ ავრცელებს ინფორმაციას კერძო პირზე, ჩემზე თითქოს მე ჩადენილი მქონდეს რაიმე სახის უკანონობა, იმის ნაცვლად რომ გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია და შეაფასოს გარკვეული სახელმწიფო ორგანოების ქმედებები. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვავს მის სუბიეწტურობას და დაინტერესებას ჩემი პერსონის დისკრედიტაციაში. ამდენად მისი არანაირი ინფორმაცია არ იმსახურებს ნდობას და რაც არ უნდა გამოაქვეყნოს მის მიერ ინიცირებული ინციდენტის შემდგომ ჩემზე, ეს ყველაფერი იქნება ცალმხრივი და არაობიექტური, ასევე აცდენილი იქნება მისი უწყების კომპეტენციას.

ამდენად, მე მოვითხოვ რომ ის მასალები რაზეც არ უნდა საუბრობდეს გენერალური აუდიტორი, მნიშვნელობა არ აქვს რომელ სახლემწიფო უწყებასაც არ უნდა ეხებოდეს, რასაც ცალსახად არანაირი კავშირი არ აქვს მომხდარ ინციდენტთან, გამოძიებული იქნეს დაუყოვნებლივ კომპეტენტური საგამოძიებო ორგანოების მიერ, ვიანიდან გენერალური აუდიტორის უსაფუძვლო საჯარო განცხადებებით, რომლებიც არ და ვერ იქნება გამყარებული ვერანაირი მტკიცებულებებით, შეილახა ჩემი პატივი და ღირსება, დაირღვა კონსტიტუციით გარანტირებული მთელი რიგი ჩემი უფლებები, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფცია და მე ჩემი ადვოკატების საშუალებით მივმართავ ყველა სამართლებრივ გზას რათა აღვიდგინო ჩემი დარღვეული უფლებები და გენერალურ აუდიტორს ბოდიში მოვახდევინო საჯაროდ ცილისწამებისთვის.

და ბოლოს თბილისში კარგად არის ცნობილი ლაშა თოდრიას მიდრეკილება სასმელისადმი და ამ მიდრეკილებასთან ერთად ის ფაქტი რომ ხშირად სიმთვარალეში იქცევა შეუფერებლად მის მიერ დაკავებული მაღალი თანადებობისათვის და უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, შესაბამისად გამოძიება რომ იყოს სრულყოფილი და დადგინდეს სიმთვრალეში მისი ქმედებების სპეციფიკა, ვშუამდგონლობ და ვითხოვ გამოძიებისგან, რომ შეისწავლონ ყველა მსგავსი ფაქტი და ქმედება, რომელიც მის მიერ შესაძლოა ჩადენილი იყოს სიმთვრალეში. მე საკმაოდ დიდი ხანი ვმოღვაწეობდი სამართალდამცავ ორგანოებში და ვიცი, რომ ასეთ ფაქტებს მრავლად ჰქონდა ადგილი“, - ნათქვამია ფარცხალაძის განცხადებაში.

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

24 აპრილი, 2024 , 15:01

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ლელოს“ გენერალურ მდივანს, ირაკლი კუპრაძეს 2500 -ლარიანი ჯარიმა დააკისრა. კუპრაძეს ბრალად ედებოდა აქციაზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულ

შურისძიების მოტივით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 აპრილი, 2024 , 11:30

ნაფიცმა მსაჯულებმა შურისძიებით ჩადენილი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნეს დამნაშავედ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ბრალდებულს და დაზარალებულს მიწის ნაკვეთთან დ

ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

23 აპრილი, 2024 , 10:37

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღები

ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი - პროკურატურა

22 აპრილი, 2024 , 12:23

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 18 აპრილს, თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ მოწყობისა და ორგანიზები

მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 10:25

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, „მიმდინარე წლ

ნარკოტიკული საშუალებების გასაღებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 3 ბრალდებულს უვადო, ხოლო 2 ბრალდებულს 19 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

19 აპრილი, 2024 , 17:15

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ტრანსნაცლიონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი