უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ივლისი, 2020 11:55
font-size

გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთობლივი თანამშრომლობით, ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეები შ.ა. და დ.კ. სისტემატურად ახდენდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ლეგალიზაციას, საქართველოში ნაღდი ფულის სახით შემოტანის და სხვადასხვა ფორმით, საფინანსო/ფულად საკრედიტო სისტემაში განთავსების გზით.

„კერძოდ, შ.ა. და დ.კ. 2019 წლის მანძილზე, სხვადასხვა დროს, იმყოფებოდნენ კოლუმბიის, გაბონის, ეთიოპიის ფედერაციულ და პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკებში, სადაც ძირითადად ფულადი თანხების კონვერტაციისას აშშ დოლარის/ევროს ყალბი და დაბალი ნომინალების კუპიურების გამოყენებით, შეცდომაში შეჰყავდათ სხვადასხვა ფიზიკური პირები, სავალუტო ჯიხურების და საფინანსო/საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოტყუებით ეუფლებოდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხებს. დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შ.ა.-ს და დ.კ.-ს ფულადი თანხები შემოჰქონდათ საქართველოში.

მათი წარმოშობის წყაროს და რეალური ბუნების შენიღბვის მიზნით, საბაჟო დეკლარაციებში უთითებდნენ არასწორ/არასრულყოფილ ინფორმაციას და შემდგომში უძრავ/მოძრავ ქონებებში ინვესტირების, საბანკო ანგარიშებზე განთავსების და მრავლობითი ტრანზაქციების განხორციელების, ასევე სათამაშო აზარტულ თამაშებში ჩართვის და შემდგომში გამოყენების გზით ახდენდნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხებისთვის კანონიერი სახის მიცემას. ზემოაღნიშნული ფორმით შ.ა.-მ და დ.კ.-მ მოახდინეს 239 999 აშშ დოლარის და 226 170 ევროს ოდენობის დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლის ლეგალიზაცია, რომლის ნაწილიც – 191 170 ევრო და 999 აშშ დოლარი გამოძიების მიერ ამოღებული იქნა. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციით, დაკავებული პირების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ფაქტებზე, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ასევე დაწყებულია გამოძიება და მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლის 8 ივლისს ორგანიზებული ჯგუფის წევრებს შ.ა.-ს და დ.კ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის მიზნით.

“გრძელდება `ბაჩანას გამოძიება` - პოლიცია ZAG-ის თანამშრომლების სახლებს ჩხრეკს

7 აგვისტო, 2020 , 15:35

კომპანია ZAG-ის დირექტორის და ყველა თანამშრომლის სახლში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ჩხრეკა ყველგან ერთდროულად დაიწყო. კონრკეტულად რას ეძებენ კომპანიის თანამშრომლების ბინებში უცნობია, თუ

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით სამი პირი დააკავეს

7 აგვისტო, 2020 , 11:55

ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს, - ამის შესახებ “მედიანიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა პი

გენერალური პროკურატურა ირაკლი შოთაძისა და თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრების შეხვედრის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 21:59

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და ოჯახის ადვოკატს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, ირაკლი შოთაძემ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი

“ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” - შსს-ს ცნობით, წარწერა თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის

6 აგვისტო, 2020 , 16:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მცირე ზომის ფურცელზე არსებული ჩანაწერი: „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“, თავად თამარ ბაჩალიაშვილის მიერ არის შესრულებული.

შსს თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შუალედურ ინფორმაციას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას აწვდის შუალედურ ინფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. „სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასა

სამსახურებრივი გულგრილობის, თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ დირექტორი და ექიმი დააკავეს

4 აგვისტო, 2020 , 16:20

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, &bd

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე