უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

15 იანვარი, 2018 16:40
font-size

გენგეგმაში უგულველყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებელი პრიორიტეტები - თბილისის მერია

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა გამოაქვეყნა ის შენიშვნები, რომლებიც ეხება ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ წარდგენილ საბოლოო პროექტს.

მერიის შეფასებით, პროექტის ტექსტურ ნაწილში არ იყო დასაბუთებული, რის მიხედვით მოხდება ზონის ცვლილება ან შენარჩუნება.

შენიშვნების მიხედვით, სრულად არაა ასახული საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენიანების რეგულირების გეგმები, რაც მომავალში გაართულებს კონკრეტულ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

„წარმოდგენილი დოკუმენტის ტექსტურ ნაწილში არ გვხვდება უფლებრივი ზონირების რუკაში განსახორციელებელი ზონის ცვლილებების შესახებ ინფორმაცია, რაც ართულებს დოკუმენტის ინსპექტირების პროცესს. გარდა ამისა, არ არის დასაბუთებული, კონკრეტულად რის საფუძველზე ხდება ზონის ცვლილება ან არსებული ზონის დატოვება. შესაბამისად მაქსიმალურად დასაბუთებული უნდა იყოს შემოთავაზებული ფუნქციური ზონები.

საკრებულოს მიერ შეთანხმებული განაშენანების რეგულირების გეგმები სრულად არ არის ასახული და შესაბამისად ადევს არაადექვატური ზონა. რაც გაართულებს მომავალში კონკრეტულ ტერიტორიებზე სამშენებლო განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესს.

მგგ-ს ფარგლებში საჭიროა გაიწეროს რეკომენდაციები თუ რა ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით უნდა იქნას გაანალიზირებული საკითხები ცალკეული ტერიტორიების განვითარების შესაძლებლობების დასადგენად, რომელიც უკვე ჩამოყალბებულია და არ საჭიროებს გრგ-ს დამუშავებას“, -ნათქვამია შეფასებაში.

მერიისგან ირკვევა, რომ გენგეგმაში უგულველყოფილია მწვანე ქალაქის კონცეფციით გასათვალისწინებელი პრიორიტეტები - სარეკრეაციო ზონები: ბაღები, სკვერები და საუბნო მწვანე კორიდორები.

„გენგეგმის ჯგუფის პოზიცია, რომ იმ არეალებზე, რომლებზეც მოქმედ გენგეგმაში სარეკრეაციო ზონების ასახვა გამორჩენილია, მათი ასახვის, არსებულის დაზუსტებისა და შენარჩუნების ნაცვლად უმჯობესია მათ უმრავლესობას მოეხსნას ეს სარეკრეაციო ზონა და განესაზღვროს სხვადასხვა სამშენებლო ზონა.

მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული მიდგომა მიუღებელია და მიაჩნია, რომ ნებისმიერი სკვერი მისი ფართობის მიუხედავად საჭიროებს სარეკრეაციო ზონის განსაზღვრას. საჭიროა მწვანე კორიდორების გაჩენა და ასახვა. ზონირების ნაწილში გათვალისწინებული და ასახული უნდა იქნას, არსებული და დაგემილი სატრანსპოტო ქსელი და გზის შემადგენელი ელემნტები (მაგ: ტროტუარი-გზაგამყოფი)“, - წერია მერიის შეფასებაში.

12 იანვრის ბრიფინგზე თბილისის მერმა კახა კალაძემ უარი თქვა „სითი ინსტიტუტის“ მიერ შემუშავებული გენგეგმის მიღებაზე, თუმცა უფრო დახვეწილი დოკუმენტის წარსადგენად გონივრული ვადა მისცა. კომპანია და ქალაქის მერია თვე-ნახევარზე შეთანხმდნენ.

საკვანძო სიტყვები:

„ახალი ხედვის“ ორთოპედიული პროდუქტები

28 სექტემბერი, 2020 , 19:43

ორთოპედიული პროდუქტები, როგორც წესი, რეაბილიტაციურ მედიცინაში სახსრების ფიქსაციისათვის გამოიყენება, რაც უზრუნველყოფს მათ ეფექტურ აღდგენას. მათი საშუალებით კუნთები, მყესები და იოგები იღებენ სისხლის განსაზღვრულ ოდენობას და

„ჯიესენი“ - ლიდერი კომპანია სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების სფეროში

28 სექტემბერი, 2020 , 19:34

’’ჯიესენი“ (GSN)  ბულგარული კომპანია Daisy Technology-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. იგი 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ევროპული სტანდარტების შესაბამის

თანამედროვე სალარო აპარატები თქვენი ბიზნესისთვის

28 სექტემბერი, 2020 , 18:40

კომპანია ჯიესენი“ (GSN) უდავო ლიდერია საქართველოში სალარო აპარატებისა და სავაჭრო მოწყობილობების იმპორტის კუთხით. კომპანია წლებია წარმატებულად ოპერირებს ქართულ ბაზარზე და უკვე 15 ფილიალი აქვს ქვეყნის მაშტაბით. კომპა

კორონავირუსით 32-ეპაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა - ეკატერინე ტიკარაძე

28 სექტემბერი, 2020 , 17:59

კორონავირუსით გარდაცვლილი 32-ე პაციენტი თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, 57 წლის მამაკაცს თანმდევი დაავადებები ჰქონდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3203 ლარი გახდა

28 სექტემბერი, 2020 , 17:45

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3203 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3332 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მეორე კვარტალში საქართველოს საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

28 სექტემბერი, 2020 , 17:45

2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 435.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. სებ-ის მონაცემებით, საქართველოს მთლიანმა საგა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე