უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

10 ივლისი, 2018 17:55
font-size

გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა საკრებულოს სხდომაზე თბილისის მიწათსარგებლობის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თბილისის მერიის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, გენგეგმის მიღება უკვე ძალიან ახლოს არის და დედაქალაქში ქაოტური პროცესები ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში მედიას გადავხედე და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან გენგეგმის პროექტში მნიშვნელოვანი პრობლემები ვერ ნახეს და დოკუმენტისთვის გენგეგმასთან პირდაპირ კავშირში არ მყოფი მცირე თემატიკის მიწებებას ცდილობენ, რათა გენგეგმის ნეგატივიზაცია მოხდეს. მგონი არასწორი მცდელობაა კოლეგებო. გთხოვთ, პროცესები ერთმანეთისგან გავმიჯნოთ“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, სამშენებლო კოეფიციენტის გაზრდა არის ინდივიდუალური და საგამონაკლისო წესი. შესაბამისად, ხდება როგორც გამონაკლისი და არა გენგეგმის შემადგენელი და ეს საკითხი საერთოდ ცალკე უნდა იყოს განხილული.

„საქმე ეხება კონკრეტულად ცენტრალურ უბნებში (გარდა ისტორიული არეალებისა) კოეფიციენტის გაზრდას, თუ იქ ავარიული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა. მე მგონი, ამ ნაწილშიც მხოლოდ კარგისკენ მივდივართ და მითუმეტეს, ამის რაღაცნაირად გენგეგმასთან დასინქრონება და ამით გენგეგმის ნეგატივიზაციის მცდელობა, არასერიოზულია. არა მხოლოდ ეს, იყო სხვა თემებიც, რომელთა დაკავშირებაც ოპოზიციას სურდა გენგეგმასთან. გენგეგმა ნამდვილად უნდა იყოს პოლიტიკური და პარტიული დღის წესრიგზე ბევრად მაღლა მდგომი დოკუმენტი“, - აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

მისი თქმით, დოკუმენტის მიღება უნდა მოხდეს თბილისისთვის და თბილისელებისთვის. ამიტომ, გენგეგმის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასწორია.

კახა კალაძეს უნდა ეყოს ვაჟკაცობა, გამოვიდეს და თქვას, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია - ოთარ კახიძე

16 ნოემბერი, 2018 , 17:40

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ქართველი სამხედროების შესაძლო გასამართლებასთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადება

დედაქალაქის ბიუჯეტი კი არ გაიზარდა, არამედ 45 მილიონი ლარით შემცირდა - ირაკლი ნადირაძე

16 ნოემბერი, 2018 , 15:50

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ირაკლი ნადირაძე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციითაც, დედაქალაქის ბიუჯეტი 10 მილიონით იზრდება. ნადირაძის თქმ

ცივილიზებული საზოგადოება მხარს უჭერს საქართველოს და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს უკანონო ქმედებები - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და ანგრიშთან დაკავშირებით ევროკავშირის განცხადება შეაფასა. მინისტრის თქმით, ევროკავშირის განცხადება, ისევ

დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

“ქართული ოცნება”, მისი პოლიტიკური გუნდი, მხარს უჭერს დამოუკიდებელ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და დარწმუნებული ვარ, 28 ნოემბერს ქართველი ხალხი გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, ისეთ არჩევანს, რომელიც ჩვენ

გერმანია-საფრანგეთი-საქართველოს სამმხრივი ფორმატი მიუთითებს საქართველოს მნიშვნელოვან ადგილზე ევროპის წამყვანი სახელმწიფოების დღის წესრიგში - დავით ზალკალიანი

15 ნოემბერი, 2018 , 16:00

დავით ზალკალიანი მიესალმება საქართველო-გერმანია-საფრანგეთს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე სამმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვას, რომელიც 14 ნოემბერს ქ. პარიზში შედგა და რა დროსაც მხარეებმა

მნიშვნელოვან ყურადღებას ვუთმობთ, რომ თავდაცვის სისტემაში სწორედ ჯანდაცვის კომპონენტი იყოს ყველაზე მაღალ ხარისხში წარმოდგენილი - მამუკა ბახტაძე

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამედიცინო ობიექტი შეემატა ჩვენს სისტემას, ქუთაისში გაიხსნა სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც მოემსახურება ჩვენს სამხედროებს, აქ შეძლებენ მიიღონ სრული ამბულატორიული მომსახურება, – ამის შესახებ ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`