უკან
არქივი
მსოფლიო
15 აგვისტო, 2018 11:15
გენუაში გლოვა გამოცხადდა
იტალიის ქალაქ გენუასთან ახლოს საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის გამო, რომლის შედეგად, სულ მცირე, 35 ადამიანი დაიღუპა, ქალაქის მერიამ 2-დღიანი გლოვა გამოაცხადა.
„ქალაქის მოსახლეობის, დაღუპულთა ახლობლების სოლიდარობისა და თანაგრძნობის ნიშნად გენუას მერიამ 15-16 აგვისტო გლოვის დღეებად გამოაცხადა“, -ნათქვამია განცხადებაში.
ხიდი გუშინ ჩამოინგრა. მაშველები სამძებრო სამუშაოებს ამ დრომდე აგრძელებენ. ტრაგედიის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, 12 კი დაკარგულად ითვლება.
400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია მიმდებარე ტერიტორიიდან, რადგან შიშობენ, რომ ხიდის სხვა ნაწილებიც შეიძლება ჩამოინგრეს.