უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ივლისი, 2019 16:00
font-size

გერმანია საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელებაში დაეხმარება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) წარმომადგენელმა, ჰანს რიეკმა ხელი მოაწერეს საკონსულტაციო მომსახურების დაფინანსების შეთანხმებას, რომელიც წარმოადგენს ამა წლის 15 ივნისს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და საქართველოს შორის გაფორმებული „ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამის“ სასესხო ხელშეკრულების თანმხლებ მხარდამჭერ ღონისძიებას.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ფინანსური რესურსები მიმართული იქნება ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოებისა და საქართველოს ენერგეტიკული სისტემის გაძლიერებისკენ, რაც, თავის მხრივ, წარმოადგენს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობას.

ასევე, ხელი მოწერა ენერგეტიკის სექტორის რეფორმის ოთხწლიანი პროგრამის ფარგლებში საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით დაფინანსების შეთანხმებას. აღნიშნული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსთვის საბიუჯეტო დახმარებას პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის სახით, მიზნად ისახავს საქართველოსთვის დახმარების გაწევას ენერგეტიკის სექტორში „ენერგეტიკულ გაერთიანებისა“ და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხით, ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში.

„გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში ბოლო 20 წელია გრძელდება. ამ წლების განმავლობაში, გერმანია საქართველოსთვის იქცა ერთ-ერთ მთავარ პარტნიორ ქვეყნად, რომელიც დონორი ორგანიზაციების მეშვეობით გვეხმარება როგორც ინვესტიციების მოზიდვასა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ასევე განახლებადი ენერგიების განვითარებაში,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა.

ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გამოყო გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აქტიური მხარდაჭერა და წვლილი საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რომელიც გამოიხატება ტექნიკური, ფინანსური თუ ექსპერტული დახმარებით.

„დღეს ხელმოწერილი დაფინანსების შეთანხმებებიც ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ნათელი მაგალითია, რაც მიზნად ისახავს, ერთის მხრივ, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ექსპერტულ დახმარებას, რათა წარმატებით იქნეს განხორციელებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული პროექტები. ხოლო, მეორეს მხრივ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერას ენერგეტიკის სექტორის რეფორმის განხორციელების პროცესში. მსურს, გამოვხატო მადლიერება გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისადმი (KfW) მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებისა და საიმედოობის გაძლიერებას ემსახურება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა

23 აგვისტო, 2019 , 17:46

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

აზიის განვითარების ბანკმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა

23 აგვისტო, 2019 , 10:50

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. როგორც „მედიანიუსს“ აზიის განვითარების ბანკიდან აცნობეს, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარი გახდა

22 აგვისტო, 2019 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9354 ლარი გახდა

21 აგვისტო, 2019 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9354 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9275 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

წარმატებით დავასრულეთ ინტენსიური მოლაპარაკებები - „რაინეარი“ საქართველოდან ოპერირებას იწყებს - ნათია თურნავა

21 აგვისტო, 2019 , 16:15

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair საქართველოს ბაზარზე ოპერირებას იწყებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. კომ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9275 ლარი გახდა

20 აგვისტო, 2019 , 17:39

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9275 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9225 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს