უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

2 ივლისი, 2020 10:55
font-size

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის კორონავირუსის გამო ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს 2 ივლისიდან აუქმებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა შეეხება ევროკავშირის არაწევრ 11 ქვეყანას, მათ შორის: ავსტრალიას, საქართველოს, იაპონიას, კანადას, მონტენეგროს, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, ტაილანდს, ტუნისს, ურუგვაისა და ჩინეთს.

გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ ივლისს მიიღო. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეზღუდვების მოხსნა არ შეეხება იმ ქვეყანებს, რომელთა მოქალაქეებს შეზღდუვები მანამდე ევროკავშირმა მოუხსნა. იაპონიასთან, სამხრეთ კორეასთან და ჩინეთთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქდება შესვლის შესაძლებლობების საპასუხო დაშვებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, ევროკავშირის საბჭომ 30 ივნისს დაამტკიცა იმ ქვეყნების სია, რომლებთანაც საზღვრის გახსნაზე წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციას აძლევს. მათ შორის არის საქართველოც.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაცია იურიდიულად სავალდებულო არ არის და მის შესრულებაზე პასუხისმგებლობა წევრ სახელმწიფოებს ეკისრებათ.

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით ევროპარლამენტარები ერთობლივ გაცხადებას ავრცელებენ

7 აგვისტო, 2020 , 15:55

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიიდან მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიაში ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურან

საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება - ლინას ლინკევიჩუსი

7 აგვისტო, 2020 , 12:20

„საქართველოს მცოცავი ანექსია და ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება“, – ამ განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქვყენებს. „12 წელი გავ

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

6 აგვისტო, 2020 , 10:45

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვი

ლიბანში მომხდარ აფეთქებას უკავშირებენ ბათუმის პორტიდან მოზამბიკში მიმავალ გემს, რომელიც რუს ბიზნესმენს ეკუთვნოდა

5 აგვისტო, 2020 , 17:10

ლიბანური მედიის თანახმად, რამდენიმე ტონა ამონიუმის ნიტრატი, რომლის აფეთქებას 4 აგვისტოს დიდი მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა ბეირუთის პორტის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ჩამოიტვირთა რამდენიმე წლის წინ, რუსი ბიზნესმენის იგორ გრეჩუ

გლოვის ამ მძიმე პერიოდში ლიბანელ ხალხს გამძლეობასა და სიმტკიცეს ვუსურვებ - გიორგი გახარია

5 აგვისტო, 2020 , 12:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება. მთავრობის მეთაური მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და ლიბანელ

რუსეთს ეშინია ჩვენი დაკარგვის, რადგან მას ნამდვილად არ ჰყავს ახლო მოკავშირეები - ალექსანდრ ლუკაშენკო

4 აგვისტო, 2020 , 14:50

რუსეთი ყოველთვის იყო, არის და იქნება ბელარუსის უახლოესი მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ბელარუსის ან რუსეთის ხელისუფლებაში, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ქვეყნის მოსახლეობისა და ეროვნული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე