უკან
მსოფლიო
11 მარტი, 2017 13:50
გერმანიაში შესაძლო ტერორისტული აქტს იძიებენ
გერმანიის ქალაქ ესენში პოლიციამ სავაჭრო ცენტრი გადაკეტა შესაძლო ტერორისტულ თავდასხმაზე მიღებული შეტყობინების შემდეგ. ინფორმაციას ინდეპენდენტი ავრცელებს.
„მიმდინარე გამოძიებამ დაადგინა, რომ საფრთხე მხოლოდ სავაჭრო ცენტრს ემუქრებოდა“, - განაცხადა ჩრდილო რაინ-ვესტფალიის პოლიციის პრესმდივანმა.
გავრცელებული ინფორმაციით, აკრძალულია სავაჭრო ცენტრის საავტომობილო პარკინგით სარგებლობა.
სავაჭრო ცენტრმა Limbecker Platz-მა თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, სადაც აფრთხილებს მომხმარეებლს „უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე“ მისი დახურვის შესახებ.
ანა მებურიშვილი