უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მაისი, 2017 14:00
font-size

გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი - ალექსანდრე ჯეჯელავა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გამოეხმაურა საატესტატო გამოცდების შედეგებს, რომლის თანახმად, 11 ათასმა სკოლის მოსწავლემ გამოცდები ვერ ჩააბარა.

“შედეგები წინა წლის შედეგებისგან არ განსხვავდება, ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც არ გამოიჩინეს დიდი მოტივაცია სწავლის. მოგეხსენებათ, რომ გერმანიაში სრულ 12-კლასიან ატესტატს მოსწავლეების 30% იღებს, ჩვენთან კი 80%-ზე მეტი. მოვუწოდებთ ყველას, რომ ხელობაზე გააკეთონ აქცენტი, დაწყებული კომპიუტერული მეცნიერებებიდან, დამთავრებული ბევრი სხვა მიმართულებით. ეს ძალიან კარგი შანსია მათთვის, რომ უმოკლესი გზით მოხვდნენ შრომით ბაზარზე და ღირსეული პროფესიული ცხოვრება ჰქონდეთ”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

მისივე თქმით, საატესტატო გამოცდების საკითხები ელემენტარული იყო და მოსწავლემ ცოტა მაინც თუ ისწავლა, აუცილებლად ჩააბარებდა.

“როგორც კი იმ ადამიანს, ვისაც შესაბამისი მოტივაცია არ აქვს, ოჯახი შეეცდება, რომ აუცილებლად უმაღლესში უკრას თავი, რა თქმა უნდა, რეპეტიტორიც დასჭირდება და ათასობით ლარის დახარჯვაც. ამ ხალხმა უნდა მოინდომოს. ალბათ ნანახი გაქვთ საგამოცდო საკითხები – უელემენტარულესია. ცოტა მაინც თუ ისწავლა, ყველა აბარებს”, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ნინო ექვთიმიშვილი

„საპარტნიორო ფონდმა“ ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით, მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა

24 აგვისტო, 2019 , 15:20

„საპარტნიორო ფონდმა“ მინსკში „ქართული სახლი“ გახსნა. „საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, პროექტი ბელარუსის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. მათივე ცნობით, საზეიმო ცერემონიალში მონაწილ

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

24 აგვისტო, 2019 , 12:03

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი წელს ერთი კვირით გვიან, აგვისტოს მეოთხე შაბათს, 24 აგვისტოს გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აღნიშნული გადაწყვეტილება გადამფრენი ფრინველების დაცვის მიზნით მ

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს

24 აგვისტო, 2019 , 11:50

გერმანიაში ზელიმხან ხანგოშვილი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანგოშვილს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენეს ჭრილობა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისათვის, სავარაუდოდ, ერთი პირია დაკ

მეტროში ელექტრო კაბელებისა და სავენტილაციო სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტია

24 აგვისტო, 2019 , 11:50

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით თბილისის მეტროს კაბელებისა და ვენტილაციის რეაბილიტაციის პროექტს ახორციელებს. პროექ

პენიტენციურ დაწესებულებებში მარიამობასთან დაკავშირებით ამანათების მიღება 26 აგვისტოს დაიწყება

24 აგვისტო, 2019 , 11:00

პენიტენციური დაწესებულებები მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით ამანათებს 26 და 27 აგვისტოს, 09:00-დან 18:00 საათამდე მიიღებენ. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, უწყების დაქვემდებარებაშ

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს შეხვდა

23 აგვისტო, 2019 , 17:50

სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენელს ივონ გოგოლს შეხვდა. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ სახელმწიფო ინსპექტორის მოა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს