უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

20 ნოემბერი, 2020 16:00
font-size

გერმანიის ელჩი ბიძინა ივანიშვილის ცნობილი ლობისტია - შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშის განცხადებას გამოეხმაურა.

ქნირშის თქმით, საქართველოს დასაკარგი დრო არ აქვს და დაუშვებელია იმის თქმა, რომ შეიძლება არჩევნები მომავალში უკეთესად ჩატარდეს. ელჩის განცხადებით, ახლა უნდა იმუშაოს ყველამ, რათა ქვეყანაში სიტუაცია უკეთესი გახდეს და ქვეყანა გამოწვევებს გაუმკლავდეს.

„გერმანიის ელჩი ივანიშვილის პირადი ცნობილი ლობისტია, ის ასევე ესწრებოდა ჩვენი შვილების თვალების დათხრას პარლამენტის ფანჯრიდან და მიიჩნია, რომ ეს იყო დემოკრატიული. ამდენად, მაგ კაცის განცხადებებზე კომენტარს ნუ მთხოვთ.

მე ამ ბატონ ელჩს მივმართავ შეკითხვით – ჟვანია რომ იყოს გერმანიის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გერმანიის ბიულეტენები ყუთებში რომ იყრებოდეს, როგორც ამას ჩათვლიან ხელისუფლების კომისიის წევრები, ოპოზიციურ პარტიებს რომ არ ჰყავდეთ კომისიის წევრი ლანდებში, შედეგები რომ გამოცხადდეს ისე, რომ არავითარი საჩივრები არ განიხილონ და არ გაითვალისწინონ, სასამართლოებმა არ დააკმაყოფილონ ოპოზიციის არც ერთი სამართლიანი მოთხოვნა, ამ შემთხვევაშიც იმავეს იტყოდა ბატონი ელჩი? ეტყოდა თავის დეპუტატებს, შედით ბუნდესტაგშიო? ეს ხომ გამორიცხულია. გერმანიაში რევოლუცია მოხდებოდა. ამიტომ, „სხვა სხვის საქმეში ბრძენია“-ს პრინციპისგან სჯობს ზოგიერთმა მეგობარმა თავი შეიკავოს“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კარასინთან შეხვედრაზე 2019 წლის მოვლენები ნახსენები საერთოდ არ ყოფილა, ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია - ზურაბ აბაშიძე

28 ნოემბერი, 2020 , 16:25

2019 წლის მოვლენები შეხვედრაზე ნახსენები საერთოდ არ ყოფილა; ეს გახლავთ რუსეთის მხარის ინტერპრეტაცია, - ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი

`ქამრების შემოჭერა`, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს მთავრობამ და საჯარო სამსახურმა - სერგი კაპანაძე

27 ნოემბერი, 2020 , 14:20

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის განცხადებით, როდესაც ქვეყანაში მძიმე ეკონომიკრი მდგომარეობაა „ქამრების შემოჭერა“, პირველ რიგში, მთავრობამ და საჯარო სამსახურმა უნდა დაიწყოს.

არანაირ კავშირში არ არის არჩევნების ლეგიტიმურობა და დაფინანსება - ზაალ უდუმაშვილი

26 ნოემბერი, 2020 , 17:45

არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება და პარტიების დაფინანსების საკითხი ერთმანეთთან კავშირში არ არის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერიმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „არანაირ კავშირში

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების - ზურაბ ჯაფარიძე

26 ნოემბერი, 2020 , 11:40

პარლამენტის ბოიკოტირება და საბიუჯეტო დაფინანსების აღება ერთმანეთთან შეუთავსებელია, ირიბი ლეგიტიმაციაა არჩევნების შედეგების, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს. ამით ჯაფარიძე პარტიების ცესკ

მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი - ნათია თურნავა

25 ნოემბერი, 2020 , 14:50

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მუშავდება საკომპენსაციო პაკეტი, რომელიც როგორც მოქალაქეებს, ასევე იმ დარგებს შეეხება, რომელთა წერტილოვანი შეზღუდვაც შეიძლება საჭირო გახდეს. თურნავას თქმით, მთავრობის სურვ

ჩემი გადადგომის საკითხი არც კი განხილულა - ეკატერინე ტიკარაძე

24 ნოემბერი, 2020 , 14:40

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აღნიშნულით ტიკარაძე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ. „თანამდებობის დატოვებას არ ვა