უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

9 ივნისი, 2025 14:03
font-size

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების პროცესებს არ აცდენს, როგორც ჩანს, არის მოცლილი, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და ვთავაზობ, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს - თეა წულუკიანი

გერმანიის ელჩი ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. როგორც ჩანს, მას ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო, დაესწროს საგამოძიებო კომისიის სხდომებს თარჯიმანთან ერთად, – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე ნიკოლოზ გოგუაძეს მოუსმინეს.

წულუკიანის თქმით, საგამოძიებო კომისიაზე დასწრების შემდეგ შესაძლებელი იქნება ინფორმირებული შეფასებების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი.

„გერმანიის ელჩი, ბატონი ფიშერი – გვარი ხომ არ მეშლება? – როგორც ჩანს, არის მოცლილი, რადგან პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების სასამართლო პროცესებს არ აცდენს. რომელიმე მათგანი თუ მოხვდა საპატიმროში, ნამდვილად საუკეთესო პირობებში უწევთ ყოფნა. გაგვაკრიტიკეს კიდეც, ზედმეტად ჰუმანურები ხართო. როგორც ჩანს, მას სცალია, ბევრი თავისუფალი დრო აქვს და მინდა, შევთავაზო გერმანიის ელჩს, ბატონო ელჩო, მობრძანდით. ჩვენი კარი ღიაა. ჩვენ ვიმსჯელებთ, მივიღებთ გადაწყვეტილებას და მოგცემთ უფლებას, რომ ამ სხდომებს დაესწროთ თქვენს თარჯიმანთან ერთად. მოუსმინეთ, რას ჰყვება ბატონი ნიკოლოზ გოგუაძე დღეს ყინწვისის სპეცოპერაციის საქმეზე. როგორ ცემეს, როგორ იხტუნავეს ცოცხალ ადამიანებზე, როგორ დაუმტვრიეს ხერხემალი, აწამეს. როგორ აყურებინეს ერთ-ერთ მათგანს მეორე მათგანის წამება, რის შემდეგაც ყველას მოუწია აღიარებითი ჩვენების მიცემა, როგორ აწამებდნენ გლდანში პატიმრებს და შემდეგ გააკეთეთ შეფასებები, ბატონო ელჩებო. განზრახ არ გვინდა, დავაკონკრეტოთ გვარები და წამების შინაარსი, რადგან, სააკაშვილისგან განსხვავებით, ვიცავთ პირადი ცხოვრების და პირადი ღირსების ხელშეუხებლობის უფლებას. ჩვენს კომისიაზე არის ადგილი, დაბრძანდით და მხოლოდ უსმინეთ, შემდეგ უკვე გააკეთებთ ინფორმირებულ შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, ვინ იყო სააკაშვილი, როგორც ბატონმა ნიკოლოზმა ბრძანა, ვერავინ მოახერხა, სააკაშვილის გარდა, რომ ეტირებინა ქართველი კაცები ხმით. ეს მან მოახერხა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

წყარო

ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს

14 ნოემბერი, 2025 , 17:19

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლ

20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:47

შენ ქართველი ხალხის მხარდაჭერა თუ არ გაქვს, სადაც გინდა ირბინე, იარე, არანაირი შედეგი ამას არ მოყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორ

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია

14 ნოემბერი, 2025 , 14:42

დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად საქართველო, არა მარტო ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები, არამედ მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია, &ndas

პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე

14 ნოემბერი, 2025 , 14:37

როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში უცხო ქვეყნის ელჩი დაკავებული იყოს ძალადობრივი ჯგუფების წახალისებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოში გერმანიის ელჩის საპროტესტო აქცი

ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია

14 ნოემბერი, 2025 , 14:27

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია 28 ნოემბერს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით რუსთავის ქალთა ციხიდან წერილს აქვეყნებს. როგორც ხოშტარია წერს, „მიუხედავად ძალადობის

გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი

14 ნოემბერი, 2025 , 12:43

გერმანიის ელჩი გუშინ პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ლანძღავს ქართულ ეკლესიას, საზოგადოებამ კი არა, მე როგორ შევხედო, ის ვეღარ გამიგია. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შ