უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ოქტომბერი, 2017 16:20
font-size

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აჭარის მუნიციპალიტეტებს წყლის სისტემის რეაბილიტაციაში დაეხმარება

დღეს სასტუმრო „რედისონში“ აჭარაში წყლის სექტორის რეფორმის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის საბოლოო ანგარიშის განხილვა გაიმართა. გერმანიის რეკონსტრუქციისა და გნავითარების ბანკის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მთავრობის თავმჯდომარემ მისასალმებელ სიტყვაში აჭარაში წყლის რეფორმის განოხრციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა პროექტში ჩართულ მხარეებს. ღონისძიებას სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტის, ბათუმის მერიისა და „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროექტები, რომლებიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში KFW- ს მხარდაჭერით ხორციელდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარისთვის.

ზურაბ პატარაძემ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ისაუბრა მაღალმთიანი აჭარის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა გაზიფიცირების ისტორიული პროექტი, ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა, მწვანე ტბის განვითარების გეგმის შემუშავება. მისი თქმით, აჭარის სადაბო და სასოფლო თემებში წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება იქნება ერთგვარი გაგრძელება აჭარის მთავრობის მხრიდან მუნიციპალიტეტების განვითარებისათვის განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების.

აჭარის წყალმომარაგებისა და წყალანირების სისტემების რეაბილიტაციის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დოკუმენტი საკონსულტაციო კომპანია MACS – Energy and Water- მა წარადგინა.

პროექტის განსახორციელებლად აჭარის მთავრობამ შექმნა სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსი“, რომელიც კონსულტანტიას გაუწევს დონორ ორგანიზაციას და დაეხმარება მუნიციპალიტეტებს პრიორიტეტების განსაზღვრაში თუ სხვა მიმდინარე საქმიანობაში.

აჭარაში წყლის სექტორის რეფორმა გერმანიის რეკონსტურქციის საკრედიტო ბანკის (KfW) შეღავათიანი სესხითა და ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდის (NIF) გრანტით დაფინანასდება. პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 44.000.000 ევროს შეადგენს, ინვესტიციების პერიოდი 7 წელზეა გათვლილი (2018-2024წწ).

საკვანძო სიტყვები:

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი