უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2017 16:40
font-size

გერმანიის თავდაცვის მინისტრი DIB-ს ეწვია

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ესტუმრა. ურსულა ფონ დერ ლაიენი DIB-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებს მასპინძლობა სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა გაუწია. მან ურსულა ფონ დერ ლაიენს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და სკოლის დაფუძნების პროცესში გერმანიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღნიშნა. თეა ნიკოლაშვილმა მინისტრსა და დელეგაციის წევრებს სკოლის ამოცანის, მიზნებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და უკვე განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

დღესვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში გერმანიის თავდაცვის მინისტრი II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა, რომლებმაც ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე მომხდარი თავდახმის მოგერიებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მინისტრმა ქართველი სამხედროების მიმართ მადლიერება კიდევ ერთხელ გამოხატა და ყურადღება მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს უდიდეს როლზე გაამახვილა.

ღონისძიების დასასრულს, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანამშრომელი, რეზერვის კაპიტანი, ნინო ჯავახიძე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში შეტანილი წვლილისთვის „ბუნდესვერის ჯვრით“ დააჯილდოვა. რეზერვის კაპიტანი ნინო ჯავახიძე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების „ბუნდესვერის“ ორგანიზებით დაგეგმილი სწრაფი რეაგირების ძალების (QRF) წვრთნებში მისავლინებელი ასეულის საქართველოში წინასწარი მომზადების (13 კვირიანი საწვრთნელი პროგრამა), გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გადასროლის (5 თვიანი საწვრთნელი პროგრამა) და შემდგოში, ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (RSM) საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის წარგზავნის პროცესში, მოსამზადებელ და საკოორდინაციო სამუშაოებში აქტიურად არის ჩართული.

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, თავდაცვის ატაშე და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი იმყოფებოდნენ.

DIB 2016 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა.

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი