უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აგვისტო, 2018 16:30
font-size

გერმანულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი - ელისო კილაძე

გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ და ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ გერმანიის საელჩოში ელჩის სახელზე წერილი მიიტანეს, სადაც სიმართლის დადგენაში დახმარებას ითხოვენ.

კილაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ მისი, სარალიძისა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში ვიზიტის ჩაშლა სცადა. კილაძის თქმით, სუს-მა გერმანულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი.

„მე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე მივემგზავრებოდით მიუნხენის გავლით სტრასბურგში. ვიზიტის ორგანიზატორი იყო ამერიკის მოქალაქე, ორგანიზაციის „ემიგრანტები ახალი საქართველოსთვის“ ხელმძღვანელი პაატა აბჟანდაძე. როდესაც აბჟანდაძე ჩაფრინდა მიუნხენის აეროპორტში, ის შეაჩერეს, დაუსვეს კითხვები, თუ რა კავშირი ჰქონდა ისლამთან, იცნობდა თუ არა მალხაზ მაჩალიკაშვილს. ფედერალურმა პოლიციამ განუცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი ტერორიზმშია ეჭვმიტანილი და ჩვენ ის შეგვყავდა გერმანიის ტერიტორიაზე. რამდენიმესაათიანი მოკვლევის შემდეგ გაირკვა, რომ სუს-ის წარმომადგენლებმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს გერმანულ მხარეს“, – განაცხადა კილაძემ და აღნიშნა, რომ ამ ვიზიტის შესახებ შსს და სუს-ი წინასწარ იყო ინფორმირებული.

„ჩვენ წინასწარ მივმართეთ შსს-სა და სუს-ს, ხომ არ არსებობდა რაიმე შემაფერხებელი გარემოება ჩვენ მიერ საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. სუს-ისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის შსს-ის პრეროგატივა, შსს-ს კი რაიმე აკრძალვების თაობაზე ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია“,- თქვა კილაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰაიკე ფაიჩს, ის სრულ ინფორმაციას გადასცემს ვიზიტის მიზნებზე, ასევე გადასცემს იმ მიმოწერის ასლებს, რაც საქართველოს ძალოვან უწყებასთან ჰქონდა.

ზაზა სარალიძის თქმით, ხელისუფლებას მისი შვილის მკვლელობის საქმის გამოძიება არ სურს და მისი თავიდან მოშორება აქვს განზრახული.

„საქართველოში თავს დაცულად არ ვგრძნობ. ჩვენ ვიყავით მაჩალიკაშვილის თანმხლები პირები. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ის პირები, ვისთანაც შეხვედრა გვინდოდა, თვითონ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რათა დეტალურად მოვახსენოთ, რისი თქმაც გვსურდა “,-განაცხადა სარალიძემ.

ანა დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებაზე ჩუსტები მიიტანა

24 ივლისი, 2019 , 10:50

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, ლევან თევზაძესთან გასაუბრების დაწყების წინ, ანა დოლიძემ ჩუსტები მიიტანა. მისი განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ საბჭოში გვიანობამდე

ეკა ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

24 ივლისი, 2019 , 10:05

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, სილვიო დომენტეს შეხვდა. როგორც საქ

ოქუაშვილის თამბაქოს ბიზნესი, ჯოხთაბერიძის „მაგთიკომი“, „საქართველოს ტელეკომი“, რკინიგზა, ბენზინის იმპორტი... იმათთვის ჩვენ უნდა წაგვერთმია და ამათთვის გვეჩუქებინა - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:30

ეროსი კიწმარიშვილს მივეცი ფურცელი, დაწერე, რა გინდა-მეთქი, ერთი ფურცელი არ ეყო, ერთი კიდევ მივაწოდე, – განაცხადა პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ტვ პირველის“ გა

შევარდნაძის მინისტრები მაფინანსებდნენ, რომ შემდეგ მათ საფრთხე არ შექმნოდათ - ირაკლი ოქრუაშვილი

24 ივლისი, 2019 , 09:16

მე ვიყავი „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსების მომგროვებელი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „რეაქცია

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით თურქეთს ეწვევა

24 ივლისი, 2019 , 09:07

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დედაქალაქის მერი შეხვედრას გამართავს ISUZU-ს მწარმოებელი თურქული კომპანია Ana

თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

24 ივლისი, 2019 , 08:43

კომპანია „თელასის” ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. მთაწმინდის რაიონი – გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საა

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს