უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 სექტემბერი, 2019 12:15
font-size

გერმანული ლაბორატორიის დასკვნით, წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა

გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიის (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) დასკვნით, მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოების ტრადიციულ წითელ ტყემალში სუდანის ჯგუფის საღებავები არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ აღნიშნულია „მარნეულის“ სასურსათო ქარხნის ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში განმარტავებენ, 23 აგვისტოს საკუთარი წარმოების დალუქული ტრადიციული წითელი ტყემალი შემოწმებისთვის გერმანიის ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორიაში (SGS Institut Fresenius – https://www.institut-fresenius.de/en/) გაგზავნეს.

„მარნეულის სასურსათო ქარხანამ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმართა, იმისათვის, რომ მათი ზედამხედველობით ტრადიციული წითელი ტყემლის ნიმუშების აღება და დალუქვა მომხდარიყო. კომპანიამ სხვადასხვა თარიღით წარმოებული პარტიიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემთხვევის პრინციპით შერჩეული და დალუქული რამდენიმე ბოთლი გერმანიის ლაბორატორიაში გააგზავნა.

როგორც საზოგადოებას და ჩვენს მომხმარებელს დავპირდით, ანალიზის შედეგების მოსვლისთანავე სრულად ვაქვეყნებთ ლაბორატორიის დასკვნას, სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ აღნიშნულ პროდუქტში არ აღინიშნება არავითარი კვალი არასაკვები საღებავის – სუდან 1-ის ელემენტების. კომპანიამ პროდუქტი ამ ნივთიერების ფართო სპექტრზე შეამოწმა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ტრადიციული წითელი ტყემალი არ შეიცავს სუდან 1-ის არც ერთ ელემენტს.

ფრეზენიუსის ინსტიტუტის ლაბორატორია (SGS Institut Fresenius) გერმანიაში მდებარეობს და 155-წლიანი გამოცდილება აქვს. ლაბორატორია სანდო პარტნიორია მომხმარებლებისთვის და მწარმოებლებისთვის როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. ლაბორატორია კვლევებისა და ანალიზების სფეროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და ამ მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში.

ჩვენ, როგორც დიდი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია მადლობას ვუხდით ჩვენს მომხმარებელს და საზოგადოებას ერთგულებისთვის, ნდობისთვის და მოთმინებისთვის!“, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ქარხანაში ნედლეულის მიღების სეზონი დასრულებულია და საწყობებში ნებისმიერ ორგანიზაციას შეუძლია შემთხვევითობის პრინციპით შეამოწმოს „მარნეულის“ წარმოების ნებისმიერი პროდუქტი.

„კომპანია მიესალმება ქართულ ბაზარზე საკვებ ინდუსტრიაში ხარისხის, პროდუქციისა და ნედლეულის წარმომავლობის გამჭვირვალე პროცესებს.

კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით საზოგადოების ნაწილს, რომელსაც ეჭვი არ ეპარებოდა კომპანიის მიდგომებში ხარისხის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, კომპანიამ დროებით შეაჩერა ტრადიციული წითელი ტყემლის რეალიზაცია. მარნეულის სასურსათო ქარხანა აგრძელებს განვითარებას და საზოგადოება სულ მალე შეძლებს ტრადიციული წითელი ტყემლის დაგემოვნებას.

გარწმუნებთ, რომ მარნეულის სასურსათო ქარხნის მთავარი პრინციპი არის და იქნება გამჭვირვალობა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომები“, – აცხადებენ „მარნეულის“ სასურსათო ქარხანაში და გერმანული ლაბორატორიიდან გამოგზავნილ შედეგებს აქვეყნებენ.

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი