უკან

ეკონომიკა

22 იანვარი, 2018 16:25
font-size

გერმანული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან ფიტოსანიტარიული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით - ნოდარ კერესელიძე

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ, ქალაქ ბერლინში, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2018-ის″ (Gruene Woche 2018) ფარგლებში აგრარული მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებთან ოფიციალური შეხვედრები გამართა.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის საპარლამენტო სახელმწიფო მდივანთან, პეტერ ბლეზერთან შეხვედრაზე, ნოდარ კერესელიძემ საქართველოში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პეტერ ბლეზერი საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ პეტერ ბლეზერმა 2017 წლის ზაფხულში, საქართველოში, ბიზნესდელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გერმანულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ბოლო დროს გავრცელებული საკარანტინო მავნებლის აზიური ფაროსანას შესახებ და აღნიშნა, რომ 2017 წელს ქართულ სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნაწილს ზიანი მიადგა, რამაც თხილის ექსპორტის შემცირება გამოიწვია. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების გატარების მნიშვნელობას და შეთანხმდნენ ფიტოსანიტარიის კუთხით თანამშრომლობის გააქტიურების აუცილებლობაზე.

„მსგავსი გამოწვევების დროს, საჭიროა ერთობლივი ძალისხმევა, რათა დროულად იქნას პრობლემა იდენტიფიცირებული და ერთობლივი ღონისძიებები დაიგეგმოს საკითხის მოსაგვარებლად. გერმანული მხარე მზადაა ითანამშრომლოს ქართველ კოლეგებთან რისკების შემცირებისა და ფიტოსანიტარიული დაავადებების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით“, - განაცხადა პეტერ ბლეზერმა.

ნოდარ კერესელიძემ მადლობა გადაუხადა პეტერ ბლეზერს გერმანული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევისთვის, რომელიც საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების კუთხით აგრარულ სექტორში გარკვეულ რეკომენდაციებს გულისხმობდა.

ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ კერესელიძემ შეხვედრები გამართა ლატვიის სოფლის მეურნეობის მინისტრთან, იანის დუკლავსთან, ბელორუსიის რესპუბლიკის სურსათისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან იგორ ბრილოსთან და ბუნდესტაგის დეპუტატთან, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან, კარენ შტრელცთან.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 787.06 მლნ ლარით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:43

აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:34

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა - ნათია თურნავა

25 მაისი, 2020 , 16:07

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანე

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 მაისი, 2020 , 14:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 25 მ

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ნათია თურნავა

22 მაისი, 2020 , 18:27

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა