უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ნოემბერი, 2019 14:10
font-size

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია,- ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა

მისი თქმით, გერმანული მოდელით არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით.

„ამაზე საუბარი 2016 წელსაც იყო. გერმანული მოდელი არ არის თავსებადი იმ კონსტიტუციურ მოცემულობასთან, რომელიც არის ჩამოყალიბებული, კონსტიტუციასთან არ არის თავსებადი. აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა არის შეუძლებელი სამართლებრივი მიზეზით“, – განაცხადა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, არჩევნების ჩატარების თარიღის მიუხედავად, პოლიტიკური მოცემულობა არ შეიცვლება და „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

„პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება, თუ არ იქნება რიგგარეშე და ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის შედეგის კუთხით, პოლიტიკური მოცემულობა არ იცვლება არც ერთ შემთხვევაში. დამაჯერებლად მოვიგებთ არჩევნებს. ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია ეს მოთხოვნა. მათაც არ აწყობთ. უბრალოდ, რაღაც მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ, ვერ მოიფიქრეს, ოპოზიცია ვერ შეჯერდა. ამაზეც ვერ თანხმდებიან ერთმანეთში, თუ რა მოთხოვნა უნდა დააყენონ“, – განაცხადა კობახიძემ.

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია

13 დეკემბერი, 2019 , 18:00

ჩვენი თანამშრომლობა, დაფუძნებული ეკონომიკაზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოებაზე, ძირითად მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და ასევე იმას, რომ ჩვენი ქვეყნები დარჩნენ ევროპული სივრცის ნაწილად, - ამის შეს

პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა

13 დეკემბერი, 2019 , 17:10

საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტს "2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების" შესახებ, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ე

ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან, რომელმაც საქართველოში მუშაობა დაასრულა, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს&ld

გიორგი გახარიამ და ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

13 დეკემბერი, 2019 , 16:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთ

ეროვნული ბანკის ქმედებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო - ირაკლი კოვზანაძე

13 დეკემბერი, 2019 , 15:10

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და ე.წ. ძვირი ფულის პოლიტიკა ეროვნულ ბანკს შედარებით ადრე უნდა დაეწყო, თუმცა სექტემბრიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა გარკვეული შედეგი უკვე გამოიღო, კერ

2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება - მამუკა მდინარაძე

13 დეკემბერი, 2019 , 13:15

2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება, - ამის შესახებ უმრავლესობის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`