პოლიტიკა

გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება - ირაკლი კობახიძე
გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა, ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
„მივესალმები ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მთელ შემადგენლობას, ჩვენს საამაყო ჯარს, ჩვენი სამშობლოს ნამდვილ პატრიოტებს. გილოცავთ დღევანდელ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 34 წლისთავს. დღევანდელი დღე განსაკუთრებულია საქართველოს უახლესი ისტორიისთვის. ეს არის დღე, როდესაც დიდი სიამაყით წარმოვაჩენთ ჩვენს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და ნათელ მომავალს. ამ წლების განმავლობაში საქართველოს თავდაცვის ძალების წინაშე არსებული არაერთი რთული გამოწვევა გადაილახა. გპირდებით, რომ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერება, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება მომავალშიც გაგრძელდება. გერქვას საქართველოს ჯარისკაცი, ეს ერთდროულად უდიდესი პატივი და უზარმაზარი პასუხისმგებლობაა. ამ სტატუსის ღირსებით ტარებას დიდი შრომა და თავდადება სჭირდება, სწორედ ამიტომ იმსახურებს საქართველოს ჯარისკაცი ხალხის ნდობასა და სიყვარულს. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს გამოჩენილი სიმამაცისა და სამშობლოს სამსახურისთვის. ჩვენი სამხედროების ყველა საბრძოლო წარმატება შეუპოვრობის, სიმტკიცისა და მებრძოლი ბუნების გამოვლენის უამრავ მაგალითს აერთიანებს. თქვენს ღირსებას, პროფესიონალიზმსა და თავდადებას ყველა ერთხმად აღიარებს, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე-რომანოვი ქვეყნისთვის ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება - სალომე ზურაბიშვილი
15 მაისი, 2025 , 16:06
პრემიერი ზურაბ პოლოლიკაშვილზე - როდესაც ჯერ კიდევ თანამდებობაზე მყოფი კაცი ასეთი ლექსიკით საუბრობს საკუთარი წარმდგენი ხელისუფლების თაობაზე, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ აბსოლუტურად უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ
15 მაისი, 2025 , 15:46
ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, როგორც ჩანს, ვერ გამოვიდა საბჭოთა გამოცდილებიდან, ის არის დიქტატორ სააკაშვილის მეგობარი - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:12

დარწმუნებული ვარ, ბატონ ჰერჩინსკის უნდა ელჩობა საქართველოში, თუმცა, სამწუხაროდ, Deep State-ი არ აძლევს ამის საშუალებას, აკეთებინებენ ისეთ განცხადებებს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება მის იმიჯზე ქართული საზოგადოების თვალში - ირაკლი კობახიძე
15 მაისი, 2025 , 15:07

დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ - ირაკლი ზარქუა
15 მაისი, 2025 , 15:02
ხელი არავის წაგიცდეთ და გირაო არავინ გადაიხადოთ, ეს ნიშნავს ღალატს და თანამებრძოლის მიტოვებას - რევაზ კიკნაძე
15 მაისი, 2025 , 14:49