უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

23 აპრილი, 2019 15:00
font-size

გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გევორქ სარქისიანის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებულებს 17 და 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გევორქ სარქისიანის ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულებს გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებულები – ე.მ., ს.მ. და რ.კ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ხოლო ამავე საქმეზე ბრალდებულები რ.დ., გ.კ. და უ.მ. – სსკ-ის 375-ე მუხლით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ს.მ.-ს და ე.მ.-ს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ გევორქ სარქიასიანთან, რაც გრძელდებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. აღნიშნულის გამო, ს.მ.- მ და ე.მ.-მ მეგობარ რ.კ.-სთან ერთად გადაწყვიტეს და დაგეგმეს გევორქ სარქისიანის განზრახ მკვლელობა. 2018 წლის 12 ივლისს, ს.მ.-მ და ე.მ.- მ, რ.კ.-სთან ერთად ნახეს გევორქ სარქისიანი. საუბრის დაწყებისთანავე ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებისამებრ გევორქ სარქისიანს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და იმავდროულად, მისი განზრახ მოკვლის მიზნით, სამივემ ხელთარსებული დანებით, სხეულის სხვადასხვა არეში 19 ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

მიღებული დაზიანებების შედეგად გევორქ სარქისიანი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ს.მ.-ს და ე. მ.-ს ნათესავმა რ.დ.-მ, ნამდვილად იცოდა, რომ ჩადენილი იყო გევორქ სარქისიანის მკვლელობა. აქტიური მოქმედებით, კერძოდ, ე.მ.-ს დამალვაში ხელის შელშეწყობით, გ.კ.-ს მფლობელობაში არსებული ავტომანქანის მეშვეობით, რომელმაც ასევე იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, სამეგრელოში ერთ-ერთ ოჯახში გადამალვით – ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლადდაფარვა.
რაც შეეხება უ.მ.-ს, რომელმაც ასევე ნამდვილად იცოდა, რომ ე.მ.-ს მიერ ჩადენილი იყო ზემოაღნიშნული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აქტიური მოქმედებით დამალა იგი წალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუში, რათა შემდგომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანაში.

2019 წლის 23 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ე.მ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 2381 მუხლის მე-2 ნაწილით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად და განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება) და საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის მიმართ მიმდინარეობს საერთაშორისო ძებნა.

ს.მ. და რ.კ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად). საბოლოოდ თითოეულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გ.კ., რ. დ. და უ.მ. ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით (2018 წლის 12 ივლისის მოქმედი რედაქცია – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის, წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) და თითოეულს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა”, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

16 აგვისტო, 2019 , 15:01

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმსა და სარფში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარე

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 22 წლის მამაკაცი

16 აგვისტო, 2019 , 11:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს