სამართალი

ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი - გიორგი აბდალაძე
ღამის სამ საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე განაცხადა.
გიორგი აბდალაძის თქმით, „მადლიერია ბიძინა ივანიშვილისა და იმ პოლიტიკურ ძალის, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა“.
„ჩვენი საქმე ერთ-ერთია იმათგან, რომელიც ყველაზე გახმაურებული იყო. ფოტოგრაფების საქმემ საერთაშორისო მედიაც მოიცვა და დიდი რეზონანსი გამოიწვია. ვხედავ ხოლმე, რომ „ფეისბუქზე“ რაღაც სტატუსებს დებენ, 37 წელიაო. 37 წელი იყო ზუსტად ის, რაც ჩვენ გავიარეთ. 03:00 საათზე შემოვარდნენ სახლში, ცრუ ბრალდებით სრულიად უდანაშაულო ადამიანები დაგვიჭირეს, გვაწამეს, გვაღიარებინეს ის, რაც არ ჩაგვიდენია, მით უმეტეს, სამშობლოს ღალატი. როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, მადლიერი ვარ, ყოველთვის მადლობას ვეტყვი ბიძინა ივანიშვილს და იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წყალობით დღეს უამრავი ადამიანი გადარჩა და ცოცხალია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო სათავეში, დღემდე რომ მოსულიყო, დღეში, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპებოდა. ეს იყო ჩვეულებრივი სტატისტიკა საპატიმროშიც და ისეც. მადლობას ვუხდი პირადად იმ ადამიანს, რომელმაც ეს ყველაფერი შეცვალა და უამრავ ადამიანს სიცოცხლე აჩუქა“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
როგორც კომისიის სხდომაზე გიორგი აბდალაძემ აღნიშნა, 26 მაისის ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან, აბდალაძის თქმით, ეს არ იყო მიტინგის დაშლა, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება.
„26 მაისის ფოტოებმა საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია, რადგან ეს არ იყო მიტინგის დაშლა, დარბევა ან რამე, ეს იყო საკუთარი ადამიანების განადგურება. საპატიმროში შევიტყვე, რომ მე გადამიღია თურმე ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც ამათ ცოცხალი მიჰყავდათ და შემდგომში სახურავზე აღმოაჩინეს. მე არ ვიცოდი ამის შესახებ, წარმოდგენა არ მქონდა, რადგან ჩვენ ვაკეთებდით რეპორტაჟს. საკმაოდ მძიმე, რთული დღე იყო და უამრავ რეპორტიორს, ჟურნალისტს აპარატურა გაუფუჭდა. ყველაზე მთავარი ის იყო, რომ 26 მაისს არა მარტო მომიტინგეებს, არამედ ჟურნალისტებს სცემდნენ უმოწყალოდ, ესროდნენ. ამის უამრავი მაგალითია. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტები ნაცემი იყვნენ, სხვადასხვა რეპორტიორი. მეორე დღეს, 26 მაისს, როდესაც აღლუმი ჩატარდა, უამრავი ადამიანი იყო, ის ჟურნალისტები ესწრებოდნენ, რომლებიც წინა ღამეს ნაცემი იყვნენ ან ე.წ. რეზინის ტყვიებით დაცხრილული“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი - დაკავებულია ჩინეთის 14 მოქალაქე - შსს
15 მაისი, 2025 , 13:19
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
15 მაისი, 2025 , 11:03
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მომხდარი ავარიის საქმეზე, 23 წლის პირი დააკავეს
14 მაისი, 2025 , 18:19
ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს
14 მაისი, 2025 , 15:04
იმერეთში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე
14 მაისი, 2025 , 11:54
სასამართლომ თემურ ქათამაძის გაძევების შესახებ გადაწყვეტილება დროებით შეაჩერა -საია
13 მაისი, 2025 , 13:02