უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2023 11:34
font-size

თავდაცვის ძალების საკონტრაქტო სამსახურში მიღება გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში იწვევს 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს.

საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, სამედიცინო შემოწმება და საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ორთვიანი კურსი. BCT კურსის განმავლობაში ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან მოქალაქეები უზრუნველყოფილი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით. სამსახურში გადანაწილების დროს მაქსიმალურად არის გათვალისწინებული ტერიტორიული პრინციპი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში ასევე იწვევს საქართველოს მოქალაქეებს,. 18-დან 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად – მძღოლებს (მათ შორის, სპეც. ტექნიკის), ლოჯისტიკის სპეციალისტებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, საინჟინრო და ქიმიის მიმართულების სპეციალისტებს, ავიაციის და საჰაერო თავდაცვის სფეროს წარმომადგენლებს. აღნიშნულ სპეციალობებზე დასანიშნი პირები გაივლიან საწყისი საბრძოლო მომზადების მოკლე კურსს და სამხედრო კარიერას ქვედანაყოფებში სპეციალობების მიხედვით გააგრძელებენ. რიგითის საწყისი ხელფასი შეადგენს 1 530 ლარს. ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობისა და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი კონტრაქტის დასრულების შემდეგ არის 5 000 ლარი (ხელზე ასაღები), ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ (ხელზე ასაღები): ორწლიანი კონტრაქტისას – 3 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას – 8 000 ლარი. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე შეღავათებითა და პრივილეგიებით ისარგებლებს როგორც სახელმწიფო, ასევე ბიზნესსექტორში.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი) სთავაზობს სწავლის თანადაფინანსებას საქართველოს ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში; ასევე, აკრედიტებულ საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლისას, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მინისტრის სტიპენდიას სემესტრულად 750 ლარის ოდენობით (გადასახადებისა და საპენსიო შენატანის გარეშე). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოსამსახურეს, როგორც სერჟანტთა, ასევე ოფიცერთა შემადგენლობაში პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა ექნება. ასევე, უწყება მათ სთავაზობს უცხო ენების (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული და რუსული) შესწავლას და საკარიერო კურსებში მონაწილეობას საზღვარგარეთ (ევროპაში, კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში).

საკონტრაქტო სამსახურის დაწყების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაეუფლონ დამატებით პროფესიას – ელექტრიკოსი, ელექტრორკალური შემდუღებელი, მძიმე სამშენებლო ტექნიკის ოპერატორი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის სპეციალისტი, ავტომობილის შემკეთებელი (ელექტროტექნიკოსი), დაბალი ძაბვის ელექტრიკოსი – როგორც თავდაცვის ძალებში არსებულ სასწავლებლებში, ასევე თავდაცვის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო კოლეჯებსა და პროფესიული მომზადების ცენტრებში. რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ – mod.gov.ge/onlinebct.mod.gov.ge, ასევე იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

იუსტიციის სახლები შეფერხებით მუშაობენ

29 მარტი, 2024 , 16:43

იუსტიციის სახლის ფილიალები შეფერხებით მუშაობენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიზეზი იუსტიციის სამინისტროს სისტემისგან დამოუკიდებლად წარმოქმნილი გლობალური ტექნიკური ხარვეზია.  უწყების ცნობითვე, შეფერხების აღ

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს

29 მარტი, 2024 , 14:05

„ჯორჯიან ეარვეისი“ გერმანიაში, ევრო-2024-ზე ეროვნული ნაკრების თამაშებზე დასწრების მსურველებისთვის სპეციალურ პირდაპირ ფრენებს შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს. მათივე განმ

ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:54

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 29 მარტიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურე

საქართველოს ტერიტორიაზე უახლოეს დღეებში ტემპერატურა 26 გრადუსამდე მოიმატებს - გარემოს ეროვნული სააგენტო

29 მარტი, 2024 , 13:40

გარემოს ეროვნული სააგენტო 30-31 მარტს და პირველ აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 30 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ხოლო 31 მარტ

მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

29 მარტი, 2024 , 12:02

დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსების რაოდენობა N309, N310, N370, N381 და N388 მარშრუტებზე იზრდ

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი