უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

30 სექტემბერი, 2020 00:15
font-size

ღერა-ღერა და წვეთ-წვეთად ამოგიღებთ შხამად ამ ყველაფერს - ნიკა გვარამია მარნეულში ჟურნალისტებზე თავდასხმის შესახებ

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მარნეულში იმ საავადმყოფოში ჩავიდა, სადაც ჟურნალისტია გადაყვანილი, რომელსაც ცოტა ხნის წინ მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ.

გვარამია ამბობს, რომ ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები ყველას უნდა მოეთხოვოს.

"ჩვენ უკვე ვხედავთ რაზეა გადასული ხელისუფლება, ჟურნალისტების ცემაზე, დიდი ხანია ვხედავთ რასაც ჩადიან, მაგრამ ეხლა უკვე თვალნათლივ დავინახეთ ამათი მხრიდან . ჩვენი ჟურნალისტის ცემას, დამტვრეული კამერის, დამტვრეული მიკროფონის და მანქანის გამო ღერა-ღერა და წვეთ-წვეთად ამოგიღებთ შხამად ამ ყველაფერს. გპირდებით, რომ ხვალიდანვე ამ საქციელს, თითქოს ჩვენ თვითონ ვცემეთ ჩვენი ჯგუფი, ყველაფერს წვეთ-წვეთად ამოგიღებთ. ფიზიკურ თავდასხმებზე პასუხები უნდა მოვთხოვო ყველას, იქ იყო პოლიციაც, დააგვიანა სასწრაფომაც, ანუ ეს უკვე არის სამოქალაქო დაპირისპრება და მათ ცემას არავის ვაპატიებთ. ქართული ოცნების სპიკერს, რომელიც ხვალ გამოვა და იტყვის, რომ ჩვენ ვცემეთ ჩვენი ჟურნალისტი, აი მას ამოვგლეჯ ენას პირველივეს," - ამბობს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილობრივ კორესპონდენტს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია მთავარი არხის ტექნიკაც.

"მთავარი არხის" გარდა თავს დაესხნენ ადგილზე მყოფ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. მათ კამერა დაუმტვრიეს და ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სიბრიყვის ჯეკპოტი მოხსნა კობახიძემ - გიგი უგულავა

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ევროპული საქართველოს" ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ გუშინ შედგა საუბარი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნატო გოგელიასა და ნაცმოძრაო

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი - გიორგი ვაშაძე

29 ოქტომბერი, 2020 , 17:10

კობახიძე წადი სახლში რა, დაგვანებე თავი, აღარ შეგვიძლია შენი მოსმენა, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ოპოზიციური პ

ქართული ოცნება აზროვნებს და მოქმედებს ანტისახელმწიფოებრივად - ბადრი ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 18:07

“ეს არის მორიგი ანტისახელმწიფოებრივი განცხადება კობახიძის მხრიდან”- ასე შეაფასა “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გ

წაგების მოლოდინში `ოცნება` ყოველდღიურად კარგავს სახეს -სალომე სამადაშვილი კობახიძის ბრალდებებზე

28 ოქტომბერი, 2020 , 17:10

"ნაცინალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი, “ქართული ოცნების “ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმიანება, რომელშიაც კობახიძე ამბობს, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხები

`სადაც მინდა იქ წავალ... იმიტომ, რომ შს მინისტრი ვარ` - გომელაური ბათუმში ჩავიდა

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია, თუმცა უცნობია მისი აჭარაში ვიზიტის მიზეზი. მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას უკავშირდება მისი იქ ჩასვლა, ვახტანგ გომელაური პასუხობს, რომ მას "აჩოტებს" არ ჩააბარებს. 

აუდიტი გვიჩივის, გირჩი TV-ზე გირჩის პოლიტიკური რეკლამა უფასოდ გადისო – ზურაბ ჯაფარიძე

28 ოქტომბერი, 2020 , 15:55

"გირჩის" ლიდერისა და გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძის ცნობით, აუდიტის სამსახურმა არჩევნებამდე სამი დღით ადრე პარტიას სასამართლოში უჩივლა. "3 დღეა არჩევნებამდე დარჩენილი და სასამა