უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მაისი, 2017 15:25
font-size

ღია ცის ქვეშ იქამდე ვილოცებთ, სანამ ბათუმში მეჩეთი არ აშენდება - ბათუმში მუსლიმი მრევლისთვის ღია ცის ქვეშ გაკეთებული სალოცავი გაიხსნა

ბათუმში, გენერალ აბაშიძის 49 ნომერში, იმ ადგილას, სადაც მუსლიმ თემს მეჩეთი უნდა აეშენებინა, „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ სალოცავი გახსნა ღია ცის ქვეშ, სადაც ადგილობრივმა მაჰმადიანებმა ლოცვა აღავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ლოცვის დაწყების წინ მუსლიმ მრევლს „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის" წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ მიმართა. მისი თქმით, ისინი მოახერხებენ მეჩეთის მშენებლობას ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ.

„ჩვენი მდგომარეობა ჰგავს წმინდა მუჰამედისას, როცა იგი საკუთარი სახლიდან, მექადან გააძევეს და პირველი მეჩეთის აშენება ჩვენსავით დაიწყო. ჩვენ მეტად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, ნოხები გვაქვს დაგებული, ისინი პირდაპირ უდაბნოში ლოცულობდნენ. შეიძლება ხელისუფლების არასწორმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენს მიმართ იყო დისკრიმინაციული, ერთგვარად მიგვამსგავსა მუჰამედის მდგომარეობას. დღეს ჩვენ ვხსნით მეჩეთს, დიახ, ეს არის მეჩეთის გახსნა, რაც შეეხება შენობას, ეს ტექნიკური საკითხია და შევძლებთ მის მოგვარებასაც“, - განაცხადა ნაკაიძემ.

სალოცავი ხისგან დამზადებულ სცენას წარმოადგენს. „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ წარმომადგენელთა თქმით, აქ ყოველ პარასკევს, ღია ცის ქვეშ ჯუმა ლოცვას აღავლენს იქამდე, სანამ ბათუმში მეჩეთი არ აშენდება. მათ დაამატეს, რომ აქ 3000-მდე კაცი დაიტევა.

ქალაქ ბათუმის მერის, გიორგი ერმაკოვის განცხადებით, „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის“ მიერ ნაყიდ ტერიტორიაზე სალოცავი სცენის მოწყობას ნებართვები არ სჭირდება და იქ ლოცვა კანონიერია.

შეგახსნებთ, ქალაქ ბათუმის მერიამ უარი განუცხადა „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს“ გენერალ აბაშიძის 49 ნომერში მეჩეთის მშენებლობაზე. მერიამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონა 6-ს, სადაც განაშენიანების დომინირებული სახეობა, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით, არის საცხოვრებელი სახლები.

ანა მებურიშვილი

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის კარიერული ფორუმი გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 13:20

მულტიფუნქციურ სივრცეში ,,ტერმინალი’’, „განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის“ ორგანიზებით კარიერული ფორუმი გაიმართა, - ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათლების, მეცნ

ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:15

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მეხუთე საიუბილეო ცერემონია გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა

მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

7 დეკემბერი, 2019 , 11:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საქართველოში საბერძნეთის ელჩთან დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ განათ

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და რუსეთს კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ კვლავ მოუწოდა

6 დეკემბერი, 2019 , 18:38

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 3-5 დეკემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი განმეორებით შეაფასა. 2019 წლის სექტემბრის სხდომის მსგავსად, კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს

ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

6 დეკემბერი, 2019 , 17:30

თბილისის მერი კახა კალაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. პროექტი ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის

პრეზიდენტს სლოვაკეთის ელჩმა და 8 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცეს

6 დეკემბერი, 2019 , 17:05

დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ელჩების მიერ რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურიდან ცნობით, სალომე ზურაბიშვილს სლოვაკეთის ელჩმა პაველ ვიზდალმა და 8 ქვეყნის არარ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`