პოლიტიკა
ღოღობერიძესთან არავინ არ შესულა გამომძიებლის, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და მისი ადვოკატის გარდა - შალვა ხუციშვილი
შს მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, არ დასტურდება მერაბ ღოღობერიძის ადვოკატის ინფორმაცია, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს წინასწარი დაკავების იზოლატორში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი შეხვდა.
„ერთი შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ არანაირ შეხვედრას ღოღობერიძესთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადგილი არ ჰქონია გარდა გამომძიებლისა, სახალხო დამცველის წარმომადგენლისა და თავისივე ადვოკატისა. მე მაქვს პასუხისმგებლობა იზოლატორების საქმიანობაზე და ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, ამ თემის შემდგომი განვრცობა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეიძლება მისთვის შეთავაზება გაეკეთებინა, მიზანშეწონილი არაა. მე საგანგებოდ მოვიკითხე ყველა კამერის ჩანაწერი, რომელიც იზოლატორშია დამონტაჟებული. მათი შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ასეთ შეხვედრას ადგილი არ ჰქონია”, - განაცხადა ხუციშვილმა.
ღოღობერიძის ადვოკატის, პაატა შავაძის განცხადებით, ბრალდებულს ერთ-ერთი მარალი თანამდებობის პირმა 20 000-იანი გირაოს სანაცვლოდ ბათუმში მომხდარი არეულობის ორგანიზატორად სუს-ის თანამშრომლის, ვინმე ყიფიანის დასახელება მოსთხოვა. ადვოკატის თქმით, ამ შეთავაზებაზე ღოღობერიძემ უარი თქვა.
მერაბ ღიოღობერიძე ბათუმის 11-12 მარტის ღამის არეულობის ორგანიზებისთვისაა ბრალდებული.
ანა მებურიშვილი