უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 ივლისი, 2019 15:30
font-size

„ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება“ - გიორგი ვაშაძემ ხუთპუნქტიანი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა

"ახალი საქართველოს" ლიდერმა, მძაფრი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის 5 პუნქტიან გეგმა წარადგინა. გიორგი ვაშაძემ იმ ინიციატივებზე ისაუბრა, რომლის წარმატებით განხორციელების შემთხვევაშიც საქართველო დაძლევს ეკონომიკურ კრიზისს და მოახდენს ინტეგრაციას დასავლური უსაფრთხოების სისტემაში.

"დღეს საქართველოში მძიმე ვითარებაა. ღრმა პოლიტიკურ კრიზისს, მძიმე ეკონომიკური კრიზისის საფრთხე ემატება. ამ პირობებში აუცილებელია შეიქმნას ანტიკრისიზული გეგმა! უნდა ვიმოქმედოთ ეფექტურად, მოქნილად და სწრაფად, რათა ავაცილოთ დამატებითი ეკონომიკური პრობლემები.

სამწუხაროდ, ჩვენ ისევ გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისთვის!

კვლავ ვიმყოფებით რუსეთისგან აგრესიისა და სანქციების მოლოდინში, რომელიც ნაწილობრივ უკვე ამოქმედდა ტურიზმისა და პირდაპირი ავიამიმოსვლების მიმართულებით.

ეს კი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ბოლო წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომებს და თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა დასავლური უსაფრთხოების სისტემაში ინტეგრაცია და ქართული ეკონომიკის დივერსიფიცირება."- აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ოპოზიციური პარტიის ლიდერი, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის გზებზე საუბრობს.

"და მაინც როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს? ეს არის მთავარი კითხვა დღეს! ნუ ველოდებით მტრისგან მოწყალებას! დროა ვიმოქმედოთ!

მძაფრი კრიზისული ვითარების საპირწონედ გვაქვს მეგობარი ქვეყნებისგან მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოს.

სწორედ ამიტომ გთავაზობთ კრიზისის დაძლევის ხუთპუნქტიან ინიციატივას სახელწოდებით - მხარდაჭერა საქართველოს!

1.პირველი ინიციატივა - საქართველო ახლოსაა: დაიწყოს ბევრად უფრო მაშტაბური და მიზნობრივი კამპანია იმ ქვეყნებში, სადაც საქართველო მაღალი ცნობადობა აქვს.

საჭიროა პირდაპირი ყოველდღიური ავია-რეისების ორგანიზება ამ ქვეყნებში არსებული დიდი ქალაქებიდან მაგალითად - ლვოვი, დნეპროპეტროვსკი, გდანსკი, კრაკოვი , ვროცლავი, პოზნანი, რიგა, ვილნიუსი და ა.შ.

მაქსიმალურად გამოვიყენოთ ქართული ავიაკომპანიები.

2. მეორე ინიციატივა - ესტუმრე საქართველოს: მსოფლიოს ცნობილმა პიროვნებებმა, ქართველებმა თუ უცხოელებმა, პოლიტიკოსებმა, სპორტსმენებმა, ხელოვანებმა, ჟურნალისტებმა, ბლოგერებმა, სომელიეებმა უნდა განათავსონ და გაავრცელონ საქართველოს მხარდაჭერის ვიდეო სათაურით - ესტუმრე საქართველოს!

ყველა ვინც ჩაერთვება კამპანიაში, მიიღებს საქართველოს საპატიო ელჩის სტატუსს.

3. მესამე ინიციატივა - გაიცანი საქართველო და დააგემოვნე ქართული ღვინო: საქართველოში ჩამოსული თითოეული ვიზიტორი უნდა დასაჩუქრდეს წიგნით - საქართველოს ისტორიის შესახებ. წიგნში უნდა იდოს სტუმრის ბარათი, რისი მეშვეობითაც მისი მფლობელი უფასოდ შეძლებს ნებისმიერი მუზეუმის მონახულებას, გაეცნობა საქართველოს უნიკალურ ისტორიას და კულტურას.

ასევე ბარათის მფლობელს ნებისმიერ რესტორანსა და სასტუმროში მიართმევენ ერთ ბოთლ ღვინოს უფასოდ.

4. მეოთხე ინიციატივა - მხარდაჭერა ქართულ რეგიონებს: სახელმწიფოს მიერ გაცემული სტუმრის ბარათით, ვიზიტორებს ექნებათ საშუალება გაათენონ ერთი ღამე მცირე სასტუმროებში ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, (არა დიდ ქალაქებში) რასაკვირველია, უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით.

5. ინიციატივა - საქართველო ღვინის სამშობლო: უკვე წელს, თბილისობის დღესასწაული გარდავქმნათ ყოველწლიურ მსოფლიო ღვინის ფესტივალად. საელჩოებს უნდა დაევალოთ მოიწვიონ შესაბამისი ქვეყნის ლიდერები და მათ ქვეყნებში არსებული დიდი სავაჭრო ქსელების მენეჯერები და მეპატრონენი, სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლები და ღვინის მწარმოებლები."-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

როგორც ოპოზიციური პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი,
ანტიკრიზისული გეგმის განხორციელების შემთხვევაში, ლარის კურსი მომენტალურად დაიწყებს გამყარებას, რადგან ნეგატიური ეკონომიკური მოლოდინები შეიცვლება პოზიტიურით.

"მოვიზიდავთ დამატებით ასობით ათას ტურისტს და შევძლებთ ღვინისა და საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის გასაღების ბაზრების დივერსიფიცირებას; და რაც მთავარია, მტერი ჩვენზე ზემოქმედებას ვეღარ შეძლებს!"- ნათქვამია განცხადებაში

ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

20 იანვარი, 2020 , 14:20

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ამის შესახ

საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად ისრაელში მიემგზავრება

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველოს პრეზიდენტი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, იერუსალიმში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ცერემონიასა და მსოფლიო ჰოლოკოსტის მე-5 ფორუმს დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელში დაგეგმილი სამუშაო ვიზი

როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო - მარკუეინ მალინი

20 იანვარი, 2020 , 10:50

საქართველომ ბოლო წლებში გადაუხვია დემოკრატიული ღირებულებებიდან, რაც ქართულ-ამერიკულ სტრატეგიულ პარტნიორობას აზარალებს. ყოველივე ეს შესაძლოა ქვეყნისთვის სანქციების დაწესებით დასრულდეს. აღნიშნული შინაარსის ღია წერილით ამერ

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია

18 იანვარი, 2020 , 15:35

როგორი იქნება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური სერიალის ფინალური სერია - "მთავარი არხის" ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობაში საკადრო ცვლილებებს გეგმავს. პრემიერ გახარიას თავად ივანიშვილი შეცვლის და მასთან ერთად, მეორედ დაბრუ

ქართველებს სურთ ბიზნესსაქმიანობის გაფართოება, სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემა, პასუხისმგებლიანი მედიის მოსმენა - კელი დეგნანი

18 იანვარი, 2020 , 12:00

ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად შემარჩიეს. ეს არის ქვეყანა, რომელიც იზიარებს ამერიკის სიყვარულს თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმ

გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს

18 იანვარი, 2020 , 11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩის ჩამოსვლა დამატებით დინამიკას შესძენს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`