უახლესი ამბები
არქივი
საზოგადოება

ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას - თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში მომხდარ ინციდენტს, რომელიც დაფიქსირდა და გავრცელდა მედია საშუალებების მიერ. აღნიშნული ფაქტი მოხდა გუშინ დღის მეორე ნახევარში და განხორციელდა პაციენტის თანხმხლები პირის მიერ, რომელმაც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი კლინიკის ექიმს, საქართველოში წამყვან ნეიროქირურგს გიორგი (გოგი) მაღალაშვილს.
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო გმობს მომხდარ ფაქტს და აცხადებს, რომ ვერ შეეგუება ძალადობას და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მედპერსონალზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ვერანაირ მცდელობას.
აქვე აღვნიშნავთ, რომ როგორც პაციენტის, ასევე ბატონი გოგის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ღვაწლმოსილი ექიმი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მის პროფესიულ საქმიანობას - პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.
მომხდარი ფაქტის შესახებ საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო“,- ნათქვამია განცხადებაში.

მომღერალი ნუკრი კაპანაძე „ევროპაბეთის“ ახალ წამოწყებას დადებითად აფასებს
9 დეკემბერი, 2019 , 20:41

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძემ თანამდებობას ტოვებს
9 დეკემბერი, 2019 , 13:55

ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს
9 დეკემბერი, 2019 , 12:45
პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კახეთის გზატკეცილზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ფარმაციის სფეროს რეგულირების ასპექტებზე, მათ შორის, მონიტორინგის შუალედურ შედეგებზე შეხვედრას გამართავს
9 დეკემბერი, 2019 , 12:05