უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 სექტემბერი, 2018 12:20
font-size

ღვინის იმპორტიორები ჩინეთიდან ქართლსა და კახეთს სტუმრობენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Meiburg Wine Media’’-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრ დებრა მეიბურგისა და ჩინელი ღვინის იმპორტიორების 8-კაციანი ჯგუფი საქართველოს ეწვია.

ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრებმა ღვინის საწარმოები ქართლსა და კახეთში მოინახულეს: „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“. მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.

თბილისში ასევე გაიმართა სხვადასხვა კომპანიის ღვინის დეგუსტაცია, სადაც 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დაგემოვნდა.

დებრა მეიბურგის ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში არიან იმპორტიორები, რომლებიც სპეციალიზირდებიან ღვინის უნიკალურ სახეობებში.

„წარსულმა გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ 18-ე ადგილიდან 9-ე ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე.

მჯერად ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“, - აღნიშნა ღვინის მაგისტრმა.

ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.

ფოთში ტრაილერი გადაბრუნდა

20 ნოემბერი, 2018 , 17:35

ფოთში, ქალაქის შესასვლელთან ტრაილერი გადაბრუნდა. მომხდარის გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო მიმოსვლა შეწყვეტილი იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ფილიალში აცხად

ხარაგაულის პოლიციის უფროსს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ

20 ნოემბერი, 2018 , 17:20

ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს 2 მოქალაქე ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. კვინიკაძეების თქმით, ხარაგაულის პოლიციის უფროსი მათი ბიზნესით არის დაინტერებული და საქმიანობის დატოვება ს

საარჩევნო პროცესში `ქართულმა ოცნებამ` და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო - მურთაზ ზოდელავა

20 ნოემბერი, 2018 , 14:25

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მურთაზ ზოდელავას განცხადებით, საარჩევნო პროცესში "ქართულმა ოცნებამ" და ხელისუფლებამ ე.წ. კანონიერი ქურდები და მაყურებლები ჩართო.

ხობში ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

20 ნოემბერი, 2018 , 11:40

ხობში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 67 წლის მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად სულ 7 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ორი მცირეწლოვანია. დამწვრობის სიმძიმიდან გამომ

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა

19 ნოემბერი, 2018 , 15:15

აჭარაში ფინანსთა სამინისტროს აკადემია გაიხსნა, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები, დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტე

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით ტერენინგები გაიმართა

19 ნოემბერი, 2018 , 14:45

გურიაში “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით აღმზრდელ-მეთოდისტებისთვის ტერენინგები გაიმართა.  ტრენინგის ფარგლებში ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის ყველა საბავშვო ბაღ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`